Russian army loses 920 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 104 combat clashes on battlefield in past day
Ukrainian forces destroy all nine enemy Shahed UAVs overnight
Biden discusses support for Ukraine with Czech PM - White House
Russia fully responsible for risks at ZNPP it is causing – EU at UN Security Council
Speaker Johnson unveils separate U.S. aid plans for Ukraine, Israel and Taiwan
Russia fraudulently recruits foreigners for war against Ukraine - British intelligence
Israeli air base attacked by Iran suffers only minor damage - IDF spox

დავით მათიკაშვილი - 12 პუნქტის შესრულების გეგმაში მონაწილეობის ნაცვლად თუ ოპოზიცია ანტიკონსტიტუციურ საკითხებზე საუბრობს, ნათელია, რომ დეპოლარიზაციის კუთხით მათი სულისკვეთება არ არის ჯანსაღი

07.02.2022 | 16:47 ნახვები: 217

„ქართული ოცნების“ გეგმაში კარგად არის გაწერილი, საზოგადოებისთვის კარგად აღსაქმელად ნაჩვენები, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ევროკავშირისკენ გზაზე სიარულს და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

„მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული ხედვა წარმოადგინა გუშინ პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც ეხება გეგმას ევროკავშირის მხრიდან არსებული ვალდებულებების შესრულებას და იქ არის კარგად გაწერილი, საზოგადოებისთვის კარგად აღსაქმელად ნაჩვენები, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ამ გზაზე სიარულს და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი.

ამ პროცესში არის აბსოლუტურად სრული შესაძლებლობა, ჩაერთოს პოლიტიკური სპექტრი, ვისაც ამისი სურვილი აქვს და ეს ყველაფერი ერთად ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციამ, ერთად შეასრულონ, მაგრამ რაც შეეხება დეპოლარიზაციის საკითხს, მორატორიუმს, ეს არის ჩვენი ხედვა, ეს არის ჩვენი ნაბიჯი და ეს არის აღქმა დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხედავს, თუმცა აშკარაა, რომ ამ გადადგმულ ნაბიჯს შემხვედრი ნაბიჯი არ ეწევა მეორე მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, დეპოლარიზაციის ნაწილში სწორედ ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი ხვედრითი წილი.

„თუკი დეპოლარიზაციის ნაცვლად, ამ თორმეტი პუნქტის შესრულების გეგმაში მონაწილეობის ნაცვლად, ისინი კვლავ ტექნიკურ მთავრობაზე, რაღაც თითიდან გამოწოვილ, არარსებულ, ანტიკონსტიტუციურ საკითხებსა და პრობლემებზე საუბრობენ, აქ იმთავითვე ნათელია, რომ დეპოლარიზაციის კუთხით ოპოზიციის აღქმა და ასე ვთქვათ სულისკვეთება არ არის ჯანსაღი, როგორიც ეს უნდა იყოს დღეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ხვალისთვის დაგეგმილ აქციას, უმრავლესობის დეპუტატის თქმით,

„ნაციონალური მოძრაობის“ 2012 წლიდან დღემდე, არჩევნებში ვერ იგებს და ცდილობს, ხელისუფლებაში მოსვლას „ტემპერატურის ადუღების“ გზით.

„არ აქვს ელექტორატში, საზოგადოებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა, ხელისუფლებაში ყოფნა უნდათ ძალიან და სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ ტემპერატურა აადუღონ, არსებული მოცემულობა გამოიყენონ თავის ვიწრო და დეგრადირებული პარტიული ინტერესებისთვის. აქციაც, ეს კონკრეტული დაგეგმილი თავყრილობაც, ბაკურიანის გეგმის განხორციელებისთვის იქნება მიზანსწრაფულად გამოყენებული, თუმცა საზოგადოების განწყობა და არსებული პოლიტიკური რეალობის აღქმა და ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იდგმება, არის აბსოლუტურად ერთმანეთთან თანხვედრაში. 85 % ჩვენი საზოგადოების მხარს უჭერს ხელისუფლების პოლიტიკას და ყველა მცდელობა, რომ ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებები შეიტანონ საზოგადოებაში, იქნება წარუმატებელი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოებიდან იმდენად აცდენილია მსჯელობა „ტექნიკურ მთავრობაზე, რომ ღიმილს იწვევს.

„ამაზე სერიოზულად მსჯელობა იურისტებისთვის და სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის არის ურთულესი, როგორ შეიძლება, ამაზე სერიოზული სახით იმსჯელო. მე ახლა გავიხუმრებ და ვიტყვი, რომ „ტექნიკური მთავრობა“ – არა, „ტექნიკური ოპოზიცია“ თუ შეგვიძლია შევადგინოთ, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, პროფესიონალები მოვიწვიოთ, მოვიწვიოთ საქმის მცოდნეები და ნამდვილი ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას და არა ისეთი, როგორც დღეს ვხედავთ. ეს ოპონირება არ არის და რეალურად ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილია ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ამოძრავებს. ამიტომ, დავანებოთ თავი ამ რაღაც თითიდან გამოწოვილ, არარსებულ და ნახევრად კრიმინალურ მოსაზრებებს და სურვილებს, ქვეყნის სამსახურში ჩავდგეთ და ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ხელისუფლების მხრიდან და ის ვალდებულებები, რომელიც შესასრულებელია უნდა შესრულდეს ბოლომდე, ამაში ოპოზიციის ჩართულობა იქნება კარგი, თუმცა მათი ჩართულობის გარეშეც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს მოთხოვნები შესრულდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა