რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს
რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება
სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება

დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი - შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი ერთგულებით

07.02.2022 | 16:48 ნახვები: 204

შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი ერთგულებით, ევროპული მომავლისა და შეერთებულ შტატებთან ძლიერი პარტნიორობით, – ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეიმონ ვილსონმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ძალიან კარგია საქართველოში დაბრუნება. მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი და შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი ერთგულებით, ევროპული მომავლისა და შეერთებულ შტატებთან ძლიერი პარტნიორობისადმი. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში, მაგრამ პირველად ვარ აქ როგორც „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ პრეზიდენტი. ორგანიზაციაში ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს დემოკრატიის დიდი ხნის მხარდამჭერი. მხარს ვუჭერთ მის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ჩვენ ვართ აქ, რადგან გასული წლის 5 ივლისს ვნახე უამრავი სევდა, ძალადობა, რეპორტიორის გარდაცვალება, რომელიც მოხდა. აქ ვართ იმისთვის, რომ შევუერთდე „პრაიდს“, რათა სოლიდარობა გამოვხატო ლგბტ თემისა და საქართველოს მიმართ. ლგბტ თემი შეიძლება, იყოს დემოკრატიული ცხოვრების სრული ნაწილი. მე აქ ვარ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ასევე ოპოზიციასთან, ყველა საპარლამენტო პარტიასთან, აქ არსებულ პოლიტიკურ აქტორებთან შესახვედრად. სახლიდან ვუყურე წლევანდელ 20 ივნისს და თბილისში ხალხმა თქვა, რომ სურს, იყოს ევროპის ნაწილი. ჩვენი მომავალი ევროპის ნაწილია. ჩემი ვიზიტის ნაწილია იმის გაგება, როგორ შეძლებენ სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური აქტორები, გამოიტანონ ქართველი ხალხის ნება, იყვნენ ევროპის ნაწილი. ამიტომაც გვქონდა ამდენი შეხვედრა დღეს IRI-ში. დღეს, ხვალ ვაგრძელებთ ჩვენს შეხვედრებს კოლეგებთან.

მაწუხებს ხვალინდელი დღე, რა იქნება შემდეგი გზა და მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის გამო, რომელიც აბსოლუტურად მხარს უჭერს ევროპაში დემოკრატიულ მომავალს. ეს არის საწყისი იმ ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის, რომელიც ხალხის ნებას აყალიბებს და ამიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი საქართველოს მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ვილსონმა.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი დღეს ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. დეიმონ ვილსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პარტია „გირჩის“, „დროას“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ასევე პარტია „ლელოს“ ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები გიორგი გახარია და ნათია მეზვრიშვილი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა