რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

შინ ევროპისკენ ოცნების გეგმაზე: ზედაპირულია და პროცესის გაჭიანურებას ემსახურება

07.02.2022 | 16:49 ნახვები: 214

ახალი სახალხო მოძრაობა შინ ევროპისკენ ქართული ოცნების მიერ გუშინ წარმოდგენილ გეგმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ სამუშაო ფორმატზე, რაც პროცესის გაჭიანურებას ემსახურება და არა მოთხოვნების შესრულებას.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ზედაპირულია და არ არის მიმართული შინაარსზე, რომელიც არსებითად გადაწყვეტს ევროკავშირთან დაახლოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს.

"ქართულ ოცნებას შევახსენებთ, რომ საყოველთაო სახალხო მოძრაობამ, შინ ევროპისკენ, ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მიღებისთვის სამუშაო ფორმატის შესახებ ხედვა, ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების სახით, უკვე წარუდგინა და დათანხმებისთვის ვადა 3 ივლისამდე განუსაზღვრა. საზოგადოებას კარგად ახსოვს მმართველი პოლიტიკური გუნდის არაერთი შეუსრულებელი დაპირება რეფორმების გატარების თაობაზე, რაც ბუნებრივად იწვევს უნდობლობას დაანონსებული სამუშაო ფორმატების მიმართ. ამ უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დღეების მოვლენები. კერძოდ, მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელახალი დანიშვნა, პროევროპული კამპანიის რეგიონული შეხვედრების აშკარად კოორდინირებული ძალადობისა და ჩაშლის მცდელობები ოცნების პარტაქტივის მიერ, მედიაზე თავდასხმები, მკაფიოდ ანტიდასავლური გზავნილების გაგრძელება. შექმნილ ვითარებაში, პროცედურული დაპირების ნაცვლად, მნიშვნელოვანია რეალური პოლიტიკური ნების ჩვენება და შინაარსობრივი გადაწყვეტილებების მიღება.

რაც შეეხება შინაარს:

შემოთავაზებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციები არ წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის და არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ იმ პრობლემებზე, რაზეც ევროკავშირის კომისიის რეკომენდაციებშია საუბარი. გარდა კრიტიკისა, სამოქალაქო სექტორი აქტიურად მუშაობდა ამ საკითხების ანალიზსა და პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. სამოქალაქო ორგანიზაციები მზად არიან, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგინონ კონკრეტული გეგმა კანონპროექტებისა და ჩამოყალიბებული ხედვის სახით, რომლის შემუშავებაშიც ჩართულია ფართო საზოგადოებრივი სპექტრი სხვადასხვა გამოცდილებითა და ექსპერტული ცოდნით. ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ ხედვაში არის ბევრი საკითხი, რომელიც არ საჭიროებს სამუშაო ჯგუფებში განხილვას, არამედ მოითხოვს პოლიტიკურ ნებას და პასუხისმგებლობას, დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციას, რომ ეს ნაბიჯები გახდეს ქმედითი და არ დარჩეს ფასადურ შემოთავაზებად", - წერია განცხადებაში.

1-ელ ივლისს ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების შესრულებისთვის გეგმა გააჟღერა. 

როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლისთვისაც უნდა "გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა