კურტ ვოლკერი - კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება
4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება
ლევან ხაბეიშვილი - თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!
თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს
ამინდი 18 მაისს
ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

01.30.2024 | 11:35 ნახვები: 290

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ვებგვერზე გამოქვეყნდა.

„ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ პრინციპში წინადადებაზე, გაყინულ აქტივებთან დაკავშირებული მოგება უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად გამოიყენონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ საუბარია შეთანხმების პირველ ნაბიჯზე. კერძოდ, მისი თქმით, ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას - გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების ცალკე ანგარიშზე განთავსებას. „ახლა საქმეა შემდეგი ნაბიჯის შეთანხმების საკითხი: ფულის რეალურად გაგზავნა უკრაინაში“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა