დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

საზოგადოება VS ქოცობა - შანსები - 50-50ზე

04.22.2024 | 12:30 ნახვები: 1594

ბოლო დღეებში მთელი საქართველო გახდა ამაღელვებელი საპროტესტო ტალღის მოწმე - ქუჩებში გამოდიან ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან გაიძვერა ქოცობასთან ბრძოლისთვის ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად.

მართლაც, ძნელია მშვიდად უყურო პროტესტის გამოხატვას ახალგაზრდების მხრიდან, რომლებიც ქოც-პროპაგანდამ საბოლოოდ გამოაცხადა ქვეყნის მთავარ მტრებად.

არაფერს ვიტყვი მორალურ სახეზე იმ ხელისუფლების, რომლის მთავარი მტერი და კაცთმოძულე პროპაგანდის ობიექტია ქვეყნის მომავალი თაობა, რომელსაც სახელმწიფო პირიქით, ყველანაირად უნდა გაუფრთხილდეს. თუმცა, ამაზე საუბარი ზედმეტია - იგივე წარმატებით შეგიძლიათ მოიკითხოთ ნამუსი და სინდისი ნიანგისგან...

თუმცა, ემოციურმა აღტკინებამ არ უნდა დაგვიბნელოს რეალობის აღქმა - ჩვენ გვებრძვის მტერი, რომელიც მზადაა ნებისმიერი, ყველაზე წარმოუდგენელი საძაგლობისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამიტომაც, ცივი გონებით უნდა დავითვალოთ ყველა ჩვენი სისუსტე და უპირატესობა.

ჩვენი მთავარი სისუსტეა ცხადია - ოლიგარქი თავისი ფსიქიკური აშლილობით და ნულოვანი ნამუსით. დედამიწაზე არ გაჩენილა საზიზღრობა რომლის გამკეთებელიც არაა ბიძინა ივანიშვილი - ქვეყანას მართავს ფსიქიკურად დაავადებული სოციოპათი სრულიად წაშლილი მორალით და პრინციპებით. რომც გინდოდეს - ამაზე უარესს ვერაფერს მოძებნი.

დღეს ქოცებს აქვთ გამოფიტვაზე გათვლილ ომში გამარჯვების იმედი. რა შეუძლიათ ახალგაზრდებს? პარლამენტში შემოვარდებიან და ქოცებს თავებს დააჭრიან? არა. შუშის სასახლეს შტურმით აიღებენ? არა. როგორც ამბობდა ქოცების ერთ-ერთი კერპი იოსებ სტალინი - ვინაა რომის პაპი და რამდენი დივიზია ჰყავს მას? იგივე იდეოლოგიას ატარებს ივანიშვილი - ვინ არიან ახალგაზრდები და რამდენი დივიზია ჰყავთ მათ?

ეს საფრთხე სრულიად რეალურია - ქოცობა, პოლიციის დაცვის ქვეშ ჩქარ-ჩქარა მიიღებს კანონს, მერე გამოაცხადებს არდადეგებს და მერე ეძებეთ ისინი მილანში და პარიზში, შოპინგზე. სწორედ ამაზეა ქოცობის მთელი გათვლა, რადგანაც ნელა-ნელა მიხვდებიან, რომ მთელი მათი პროპაგანდა, კივილ-წივილი გეი-პროპაგანდაზე და ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე - ისე არ მუშაობს, როგორც მათ სურს. ის არწმუნებს მხოლოდ ბიდლოს, რომელიც ისედაც ქოცებს ჯიბეში აქვს და საპროტესტო მუხტზე ეს არანაირად არ მოქმედებს.

თუმცა, ერთი შეხედვით, ამ დაჯავშნილ სისტემასაც აქვს სუსტი ადგილი და ეს სუსტი ადგილია ის, რომ სპეცრაზმელები და პოლიციები, სადღაც, რაღაც დონეზე მაინც, ადამიანები არიან. რუსული კანონის განხილვისას მოსალოდნელია მრავალდღიანი გააფთრებული შეტაკებები რობოკოპებს და მომიტინგეთა შორის და ამ ბრძოლის საბოლოო შედეგი - ცალსახა და გასაგები სულაც არაა.

რეალური ძალოვანი რესურსი ხელისუფლების ხელში არ აღემატება 2,5-3000 კაცს და ეს გრძელვადიანი ქუჩური ომისთვის შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. ვინ დაიღლება პირველი - ხალხი თუ ძალოვნები? - კაცმა არ იცის.

ხელისუფლებას ასევე შეუძლია წამოიწყოს კონტრაქციები, და ამის ანონსიც წამოგვაწია 29 აპრილისთვის. მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად, ან უკეთეს შემთხვევაში, პერიოდულად. იმ პირობებში, როდესაც ნებისმიერ დროს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას შეუძლია უპრობლემოდ, ყოველგვარი მობილიზების და ორგანიზების გარეშე გამოვიდეს ქუჩებში ათობით ათასობით - მათ საპირწონედ ყურმოჭრილ მონათა ჯოგის გამოყვანა - კარგი საშუალება არ უნდა იყოს.

თავისით, საკუთარი ნებით, რა თქმა უნდა გამოვა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა - პირველ რიგში კოლექტიური უცნობი- ხაინდრავა-მოროშკინა, თუმცა, საპროტესტო აქციების გადასაწონად ეს საკმარისი არ იქნება.

ასე რომ, ბრძოლა წინაა. ჯერ არავინაა არც მოგებული, და არც წაგებული. შეძლებს თუ არაა ქართული საზოგადოება თაღლითების და ნაძირალების კოოპერატივის დამარცხებას - ამ კითხვაზე პასუხი ჯერად არაა ნათელი.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა