კურტ ვოლკერი - კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება
4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება
ლევან ხაბეიშვილი - თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!
თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს
ამინდი 18 მაისს
ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება

ლაზარე VS მდინარაძე - რატომ სძულს ბიძინას ახალგაზრდები?

04.15.2024 | 10:58 ნახვები: 1720

რატომ სძულს ასე ძალიან ბიძინას ახალგაზრდები? რატომ სძულს ქოც-ნახირს - ეს გასაგებია. იმიტომ რომ სძულს ბიძინას, მანდ სხვა მიზეზი არც შეიძლება იყოს. მაგრამ აი, ბიძინა, თავისი 6 მილიარდიანი ქონებით - რატომ ვერ იტანს ასე ძალიან ახალგაზრდებს? ისე, რომ მათ წინააღმდეგ ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიებს აწყობს, აბრალებს მათ ათას სისულელეს, მიანიშნებს, რომ მათ შორის უმეტესობა ლგბტს წარმომადგენელია?

რა დაუშავეს ამისთანა? და საერთოდ როგორ შეიძლება ასე შეიძულო შენივე ქვეყნის მომავალი თაობა? ისე შეიძულო, რომ სცადო ისინი საერთოდ ამოიღო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებიდან, დღე და გამო ლანძღო და აგინო? რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე?

ამ სიძულვილის კარგი მაჩვენებელია ლაზარე გრიგორიადისის საქმე. მის წინააღმდეგ ააგორეს ბინძური კამპანია, თითქოს ის გეი იყო, თუმცა, დღეს, 21-ე საუკუნეში ყველამ იცის, რომ საყურე და შეღებული თმები არანაირ კავშირში არაა სექსუალური ორიენტაციასთან. ბოლოს და ბოლოს ინგლისელი მეკობრეები ატარებდნენ საყურეებს - თუმცა, ნებისმიერი იმდროინდელი მეკობრის ერთ თითში მეტი ვაჟკაცობა იყო, ვიდრე მთელს ქოც-ნახირში ერთად აღებულში.

თანაც, როდესაც მამაკაცურ იერზე ქვეყანას მოძღვარს ირაკლი კობახიძე - საქმე ძალიან ცუდადაა.

ლაზარე დასაჯეს სამაგალითოდ და რომ არა პრეზიდენტის გამბედაობა, უეჭველია, რომ ის იჯდებოდა ციხეში ქოც-მმართველობის დასრულებამდე.

ბიძინას სძულს ლაზარე, სძულს თანამედროვე ახალგაზრდობა. იმიტომ რომ ის დაუმორჩილებელია, ლაზარე ხომ მთელი თავისი იერით და ქცევით არის ამბოხის სიმბოლო. ბიძინას, როგორც ღრმად გაუნათლებელ და პროვინციულად მოაზროვნე ადამიანს არ ესმის - თანამედროვე ახალგაზრდა სწორედ ასეთი უნდა იყოს, ეს გამონაკლისი კი არა - ნორმაა.

20 წლის ახალგაზრდა უნდა იყოს მეამბოხე, ანარქისტი, დაუმორჩილებელი, უნდა ატარებდეს საყურეს და იღებავდეს თმას, უნდა უყვარდეს ხმაურიანი მუსიკა და ებრძოდეს მამების და ბაბუების თაობას.

ასეთი ადამიანები ქმნიან მომავალს, ისინი იზრდებიან, ნელა-ნელა დაღვინდებიან, თმებს შეიჭრიან, საყურეებს მოიხსნიან და ტატუებს წაიშლიან, ხვალ ისინი გახდებიან მენეჯერები, ინჟინრები, პოლიტიკოსები. თუმცა, ის მეამბოხე სული, რომელიც მათ ჰქონდათ ახალგაზრდობაში - არსად ქრება. ისინი მუდამ რჩებიან დამოუკიდებლად მოაზროვნე, თვითკმარ ადამიანებად.

გასაგებია, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა კარგი ამბავი არაა, მაგრამ ასეთი ტიპის ახალგაზრდები ამის გამო არათუ ციხეში არ უნდა ჩასვა, არამედ მათ ფართო გზა უნდა გაუხსნა.

ეს რა თქმა უნდა, თუ ამის გააზრების უნარი გაგაჩნია და ქვეყანაზე ზრუნავ. აი, როდესაც არც ერთი არის და არც მეორე - სწორედ მაშინ იბადება სიძულვილი და შურისძიების სურვილი. ბიძინას სძულს ლაზარე და ლაზარეს თაობა, იმიტომ რომ ისინი სხვანაირები არიან. იმიტომ რომ დაუმორჩილებლები და ძნელი სამართავები არიან.

ბიძინას იდეალია - მდინარაძების ქვეყანა. არავითარი ამბოხი და დამოუკიდებელი აზროვნება. მხოლოდ და მხოლოდ ბევრი მდინარაძე - უპრინციპო, უსინდისო, ნამუსგარეცხილი, ყოველთვის მზად მიუშუროს უკანალი იმას, ვინც უხდის, სწორედ ამის სიმბოლოა ქოცების პათოლოგიური სიძულვილი ახალგაზრდების მიმართ და ლაზარეს მიმართ ხაზგასმული სისასტიკე.

რა დროს ამბოხი და ფერადი თმებია - დღეს ხომ მდინარაძეების დროა.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა