დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

სოფო ჯაფარიძე - კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია

04.23.2024 | 18:08 ნახვები: 456

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონდარღვევაა, როდესაც სამსახურებს საჯარო მოხელეებისგან ცლიან.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის კანონის დარღვევა, როდესაც სამსახურებს ცლი საჯარო მოხელეებისგან. ასევე, ეს არ არის მხოლოდ კანონდარღვევა, ეს არის მორალური ზიანის მიყენება იმ ადამიანებისთვის, ვისი შვილებიც დგანან გარეთ და იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ჩვენ ძალიან ბევრი კონტრაქცია გვინახავს და ისიც გვინახავს შემდგომ როგორ დასრულებულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელოვნურად დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ადამიანებს, ქართველებს, ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე. ეს არის მათი ბოლო ჟამი, ეს მათ ძალიან კარგად იციან.

დიახ, დღეს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, დღეს საქართველოში „ქართული ოცნება“ არის დამთავრებული. ჩვენ, აუცილებლად ყველა ერთად, კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით „რუსულ კანონს“ და „რუსულ ოცნებას“ არას!“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა