დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

"დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - აშშ-ის კონგრესში დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გამოფენა გაიმართა

04.24.2024 | 08:25 ნახვები: 499

აშშ-ის კონგრესში „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გამოფენა გაიმართა.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის ისტორიებს აშშ-ის დედაქალაქში იხილავენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, ღონისძიებაზე ნაჩვენები საზარელი ისტორიებით, ნათელი ხდება, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა რუსეთმა საქართველოში.

"ერთი კვირის განმავლობაში, ღონისძიებები გაგრძელდება, ჩვენს პარტნიორებს, აშშ-ში გადაწყვეტილების მიმღებ წრეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ რუსეთი, თუ არ გავაჩერეთ, ის კიდევ უფრო და უფრო ძვირი დაუჯდება მსოფლიოს და საქართველო ამის ძალიან კარგი მაგალითია. 30 წლის წინ აფხაზეთში ზუსტად იმავეს აკეთებდა რუსეთი, რაც ჩაიდინა, ბუჩაში, ირპენში, მარიოპოლში და 30 წლის წინ მისი შეჩერება გაცილებით უფრო იაფი დაჯდებოდა, ვიდრე დღეს უჯდება მსოფლიოს და სამ დეკადაში კიდევ უფრო ძვირი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, ნატოს გაფართოებაა. ძალიან ხშირად, დასავლეთშიც გაიგებდით, რომ ნატოს გაფართოება რუსეთს აღიზიანებს. ეს არის სისულელე და ნატოს გაფართოება, სინამდვილეში, საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში და დისკუსიის თემა საერთოდ არ იყო 90-იან წლებში, როდესაც ქართველების გენოციდი მოაწყო ანუ პირიქით არის, ნატოს გაფართოება დაიცავს მსოფლიოს უფრო მეტად ომისგან. ნატოს მიღმა დარჩენილი ქვეყნები ყოველთვის იქნებიან რუსეთისთვის სათანადო საკბილო, იმიტომ რომ 2008 წელსაც ვიცით რა ჩაიდინა რუსეთმა, როდესაც ჩვენ ვერ მივიღეთ წევრობის სამოქმედო გეგმა, რამდენიმე თვეში შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და პირიქით ანუ, ნატოს გაუბედაობა, რომ გაფართოვდეს, რუსეთს ახალისებს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი გაანადგუროს", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორის, სალომე ხვადაგიანის თქმით, გამოფენა მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტში ტარდება იმისთვის, რომ რუსეთის მიერ საქართველოში მოწყობილი გენოციდის შესახებ ყველამ შეიტყოს.

მისივე განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დევნილების დაბრუნებისთვისა, არამედ სამართლიანობის აღდგენისთვისაც აუცილებელია.

"მე ძალიან ამაყი ვარ რომ დღეს აქ ვარ. ვენერა მეშველიანია ჩვენი ფილმის მთავარი გმირი და როდესაც ის ავად იყო, ეშინოდა, რომ მის ისტორიას ვერავინ გაიგებდა და ახლა, მე ძალიან მიხარია, რომ ვენერა მეშველიანის ამბავს კონგრესი მასპინძლობს", - აღნიშნავს სალომე ხვადაგიანი.

ინფორმაციის თანახმად, 25 აპრილს ფილმის ჩვენება გაიმართება American Enterprise Institute-ში. მანამდე კი მოეწყობა დისკუსია, რომელშიც Middle East Institute-ისა და American Enterprise Institute-ის წარმომადგენლებთან ერთად ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მიიღებს მონაწილეობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა