დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო

04.24.2024 | 14:24 ნახვები: 207

ევროპარლამენტში დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც გარკვეული პოლიტიკური მიზნის ძალის აზრებს ახმოვანებს, რომელთაც არ მოსწონთ, რომ საქართველოში პოლიტიკის ფორმირება ხდება, მათი მიზანია, ხელისუფლების ფორმირება ქართველი ხალხის არჩევანის მიღმა ხდებოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, როდესაც ისინი მათი მომხრე პოლიტიკური ძალების საშუალებით ხელისუფლებაში მოსვლას ვერ აღწევენ, ფიქრობენ, რომ სანქციებით, შანტაჟითა და საქართველოს პოლიტიკაში არაკანონიერი ჩარევებით მოახერხონ მათთვის სასურველი ძალების მოყვანა.

„ამიტომ, ისინი მიმართავენ ასეთ ანტიდემოკრატიულ და ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებსა და მოწოდებებს, როგორიცაა ივანიშვილისა და კანონმდებლების სანქცირების დაწესება. უამრავი ჭორ-მითი მოჰყავთ იმის დასასაბუთებლად, რატომ უნდა იყოს მათი ოდიოზური მოსწარეფები რეალიზებული. სანქციების მოთხოვნა არის ერთადერთი გზავნილი, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს შეზღუდული დამოუკიდებლობის მქონე და მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს ყველაფერი, რაც საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, მათ შორის როგორ ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აშკარად და პირდაპირ არიან პოლიტიკაში ჩართული და დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპს არღვევენ.

ჩემთვის, როგორც ერთი დეპუტატისთვის ეს არის გზავნილი – დეპუტატო, ხალხმა აგირჩია, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრი, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო. ეს არ მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა