4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება
ლევან ხაბეიშვილი - თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!
თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს
ამინდი 18 მაისს
ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება
ირაკლი კობახიძe: ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა

ცივი სამოქალაქო ომი: ყველა ქოცი არაა ნაძირალა, მაგრამ ყველა ნაძირალა - ნამდვილად ქოცია

04.29.2024 | 11:03 ნახვები: 1220

უნდა ვაღიაროთ - ვართ ჩიხში. თბილისში პერიოდულად პროტესტის გამოსახატად გამოდის ათობით ათასი ადამიანი, რაც ძალიან ბევრია 3,7-მილიონიან ქვეყანაში. ყველა ვერ იქნება აქტივისტი და ბუნების კანონია, რომ რევოლუციას ქმნის მოსახლეობის აქტიური 2% დანარჩენი 90%-ს მდუმარე თანხმობის პირობებში.

ქოცების გასაგებად, რამე რომ არ იფიქრონ  - რევოლუციაში იგულისხმება ნებისმიერი პოლიტიკური აქტიურობა და არა მხოლოდ და მაინც და მაინც უშუალოდ რევოლუცია.

თბილისში აქციებზე იმდენი ადამიანი გროვდება, რომ წესით, ოდნავ პასუხისმგებლობიანი და ფსიქიკურად გაწონასწორებული ხელისუფლების პირობებში, რუსული კანონი გაწვეულ იქნებოდა რამდენიმე საათში. მაგრამ საქართველოს მართავს დაავადებული ადამიანი, რომელიც თავისი ავადმყოფური ახირებების გამო მზადაა მთავარ მტრად გამოაცხადოს ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი.

მის მხარეზე - ადმინრესურსის გარდა - საზოგადოების ყველა მყრალი ფენაა - უსაქმურები, ძველი ბიჭები, კრიმინალები, მეტადონშიკები, რუსეთუმეები. ერთი სიტყვით, ყველა ქოცი არაა ნაძირალა, მაგრამ ყველა ნაძირალა - ნამდვილად ქოცია. აი ეს მავნებელთა კონგლომერატი მართავს დღეს ქვეყანას და თავის მოწინააღმდეგეებს მიიჩნევს არაადამიანებად, სატანისტებად, გეებად, და ა.შ.

ამიტომაც, მილიონი რომ გამოვიდეთ - არ მოგაქცევს ყურადღებას, ურცხვად იტყვის "იმედის" ეთერში - მერე რა, რომ მილიონი გამოვიდა? დანარჩენი 2,7 მლნ. ხომ არ გამოვიდა? ანუ, ჩვენ მაინც მეტი ვართ...

რა პერსპექტივა აქვს პროტესტს? საკმაოდ ბუნდოვანი. საქართველოში წლების მანძილზე მძვინვარებს ცივი სამოქალაქო ომი, მაგრამ ცხელში ის რამდენადმე მიზეზის გამო არ გადადის. პირველი რიგში - ნამდვილი გიჟები ცოტაა, ორივე მხარეზე, ისეთი პასიონარები, ვინც მზადაა სისხლი დაღვაროს იდეის გამო. ასეთები ცოტაა როგორც ოპოზიციაში, ასევე ქოცებში.

მეორე და ფუნდამენტური - საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია სამოქალაქო ომით დაიწყო, და ამან ჩანერგა ქართველთა თაობებში, მათ ისტორიულ მეხსიერებაში, ომის და სამოქალაქო დაპირისპირების ინსტინქტური შიში. ისინიც კი, ვისაც ქოცობა ჭირივით სძულს, არ არიან მზად ამოკვეთონ სიმსივნე მთელი ორგანიზმის დაღუპვის რისკის ფასად.

თანაც 21-ე საუკუნეა, პრიორიტეტების და ფასეულობები შეიცვალა, ბოლოს და ბოლოს, თუ ძალიან ყელში ამოგივა ქოც-მმართველობა, იყიდი ბილეთს და წახვალ სადმე შორს.. ემიგრაცია - მშვენიერი ფარია ნებისმიერი უკანონობის და განუკითხაობის წინააღმდეგ. თანაც ქოცებისთვის საყვარელი.

 მათ უფროს რუს ძმებსაც 2022 წლის მარტში ძალიან გაუხარდათ მასობრივი მიგრაცია - რამდენი ზედმეტი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან და რამდენად გაადვილდა ქვეყნის ტოტალიტარული მართვა მათ გარეშე.

ეს ხომ ქვეყნისთვის იქნება ჭკვიანი ახალგაზრდების გადინება ტრაგედია, თორემ ქოცები სუფრად გაშლიან..

ასეა თუ ისე, ათობით ათასი ადამიანი პერიოდულად გროვდება ქუჩაში პროტესტის გამოსახატად და უნდა გამოვიდეს კიდეც, მაგრამ სინათლე გვირაბის ბოლოს მაინც არ ჩანს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა