4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება
ლევან ხაბეიშვილი - თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!
თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს
ამინდი 18 მაისს
ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება
ირაკლი კობახიძe: ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა

"საქართველოს მომავალი EU-შია... არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი" - მიშელი კობახიძეს ესაუბრა

05.04.2024 | 00:05 ნახვები: 322

"საქართველოს მომავალი EU-შია... არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ წერს. 

"ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც თავისი ქვეყნის მომავალს პირველ ადგილზე აყენებს. 

საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ მათ აუცილებლად უნდა მოისმინონ. აქტიური დებატები ახლა ქვაკუთხედია და ის ნამდვილად საჭიროა. 

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი", - წერს შარლ მიშელი კობახიძესთან საუბრის შემდეგ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა