კურტ ვოლკერი - კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება
4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება
ლევან ხაბეიშვილი - თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!
თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს
ამინდი 18 მაისს
ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება

ვაშაძემ საპროტესტო აქციები სექტემბერში რატომ დააანონსა, ახლა თავად არის შვებულებაში, თუ ვინმე გაუშვა შვებულებაში?- მაჭარაშვილი

07.14.2022 | 12:18 ნახვები: 470

გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციები სექტემბერში რატომ დაანონსა – ახლა თავად არის შვებულებაში თუ ვინმე გაუშვა შვებულებაში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაშაძის განცხადებები არასერიოზულია.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ნახა, რომ ვისაც მთავრობის გადატრიალება და წალეკვა უნდა, მათ სწორი, სახელმწიფოებრივი მიზანი არ აქვთ.

„გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციები სექტემბერში რატომ დაანონსა – ახლა თავად არის შვებულებაში თუ ვინმე გაუშვა შვებულებაში? – ამის დაზუსტებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა პოლიტიკოსი ხარ და პოზიცია გაქვს, რომ ქვეყანა იღუპება და გინდა გადაარჩინო, აქციებს აანონსებ ორი თვის შემდეგ, ეს არის არასერიოზული და საზოგადოებისთვის მოჭარბებული მოლოდინები, რასაც საზოგადოება აღარ იჯერებს ხოლმე. ვაშაძის არასერიოზული განცხადებაც აქედან გამომდინარეობს. გიორგი ვაშაძეს დაანონსებულ აქციებზე რამდენი ადამიანი მიდის, არაერთხელ გვაქვს ნანახი. ვისაც მთავრობის გადატრიალება და წალეკვა უნდა, მათ სწორი და სახელმწიფოებრივი მიზანი რომ არ აქვთ, ეს საზოგადოებამ ნახა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა