4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება
ლევან ხაბეიშვილი - თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!
თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს
ამინდი 18 მაისს
ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება
ირაკლი კობახიძe: ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა

იაგო ხვიჩია კახა კალაძის განცხადებაზე - სხვისი გატანილი გოლის იმედად ყოფნა არ შეიძლება

09.13.2023 | 17:27 ნახვები: 292

კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ გოლი გაიტანო, - ასე უპასუხა „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნატოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

„მე საფეხბურთო ენაზე ვუპასუხებდი ბატონ კალაძეს. კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ იმ კარში გოლი გაიტანო და სხვისი გატანილი გოლის იმედად არ შეიძლება ყოფნა,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო-ს წევრობა იქნება.

„ერთადერთი რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს - ეს არის ნატო-ს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი!“ - განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა