შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე
აშშ-ის საელჩო - ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას
ამინდი 3 მაისს
არა რუსულ კანონს! - ქართველი ემიგრანტების აქციები ლონდონში
"ღამეები არ გვეძინა" - ემიგრანტები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის საქართველოში დაბრუნდნენ

რატომ ებრძვის ბიძინა დასავლეთს?

04.08.2024 | 10:49 ნახვები: 1649

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს თითქმის მთელი საქართველო უშედეგოდ იჭყლეტს ტვინს იმისთვის რომ მიხვდეს - რატომ?

რატომ წამოიწყო ბიძინამ თითქოს მივიწყებული აღვირახსნილი ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც ერთი შეხედვით წარსულს ჩაბარდა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად? რისთვის დასჭირდა მას აუტკივარი თავის ატკივება კანონისთვის, რომელიც არანაირ გარდატეხას არაფერში არ შემოიტანს? მხოლოდ ოდნავ გაურთულებს საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს და მეტი არაფერი?

ნურავის ექნება ილუზია, რომ ან კანონით შესაძლებელიო გახდება არასასურველი ნჯო-ების დაფინანსების დაბლოკვა - ეს ვერანაირად ვერ მოხერხდება. მაქსიმუმ რისი მიღწევა იქნება შესაძლებელი, ეს ახალი სქემების გაჩენა, რომლებიც მისცემს ყველა მსურველს აგენტების კანონის გვერდის ავლის საშუალებას.

რა იმისთანა ბენეფიტებს ელის ივანიშვილი აგენტების და ლგბტ-პროპაგანდის კანონებისგან? თანაც ისეთის, რომ დასავლეთთან დაპირისპირებად ღირდეს? ზოგადად რისთვისაა ეს ყველაფერი?

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ოცნებას საქმეები ძალიან კარგად მიდის. ქვეყნის შიგნით ოპოზიციის აღმაშფოთებელი უნიათობის შედეგად ქოცობამ თითქმის გაინაღდა გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში და ამას ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანიც აღიარებს. ზოგადად ქვეყანაში საოცარი სიმშვიდეა, პოლიტიკა არავის აინტერესებს, ყველა დაკავებულია თავისი საქმით, შვებულებაში მიდის ევროპაში და არანაირ რევოლუციაზე არ ფიქრობს.

ამ სანატრელ მდგომარეობაში რაში დასჭირდა ისევ ხალხის აღელვება, პროცესების გადატანა ქუჩაში და საბოლოოდ, სტაბილურობის დარღვევა ცარიელ ადგილზე?

არც ისაა საიდუმლო, რომ დასავლეთთანაც საქმეები კარგად აქვს, განსაკუთრებით იმის შემდეგ რაც გაირკვა, რომ საქართველო ფაქტობრივად ერთად-ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც არ არღვევს არანაირ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - დღეს ეს დიდი იშვიათობაა.

თქვენ წარმოიდგინეთ,  არც რუსეთთან აქვს რაიმე პრობლემა. აზრი, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა რუსეთის მოთხოვნით ძალიან შორსაა რეალობასთან. დღეს მოსკოვს სავსებით აწყობს თბილისთან არსებულ ურთიერთობათა ფორმატი და მასშტაბი. პუტინს ცალ ფეხზე ჰკიდია იქნება თუ არა საქართველოში კანონი აგენტების შესახებ, ან ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ. თუ ეს გამწვავება არ ცვლის არაფერს არჩევნების კუთხით.

თუ ქოცებს არა აქვთ პრობლემა ევროპასთან და თუ რუსეთს ჯერ-ჯერობით მათგან არაფერი არ სჭირდება - მაშ რისთვის ეს ყველაფერი?

ბიძინას ამა თუ იმ ქმედების შეფასებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ ერთი თეზისით - არავითარი პოლიტიკა. ნუ ეძებთ მის მოტივაციას ევროპაში, ან რუსეთში, ან თუნდაც ქართულ არჩევნებში. მისი მოქმედებების მიზეზი როგორც წესი არის ძალიან მარტივი, პრიმიტიული და მდაბიო.

ბიძინა დასავლეთზე გაბრაზდა. დაუკვირდით, რა მოვლენები უსწრებდა წინ ლგბტ-ს და აგენტების კანონპროექტებზე საუბარი?

პირველი - დასავლეთმა მოითხოვა ვეტინგი, რაც ბიძინამ შეურაცხყოფად მიიღო და მის მიმართ არასათანადო ნდობის მაჩვენებლად ჩათვალა. მეორე კი პირველზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია - ადეიშვილის გამოჩენა ბუნდესტაგში, რაც ბიძინამ პირად გამოწვევად მიიღო, სწორედ ამის შემდეგ იწყება ანტიდასავლური პროპაგანდის მეორე სერია...

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს არასაკმარისი მიზეზია საგარეო კურსის შეცვლისთვის.

მაგრამ ეს ნამდვილად ასეა, ოღონდ ფსიქიკურად დალაგებული ადამიანისთვის.

ბიძინას აშკარა პრობლემები აქვს ფსიქიკასთან - მისი ბოღმა, ეჭვიანობა, დაბალი ინტელექტი და ნულოვანი განათლება... მივიდნენ იმ ეტაპამდე როდესაც უქმნიან პრობლემას მთელს ქვეყანას.

საქართველოს მართავს დაკომპლექსებული, გაბოროტებული სოციოპათი 6 მლრდ.-იანი კაპიტალით - მეტი რა მიზეზი გინდათ იმისთვის, რომ მიხვდეთ მისი ავადმყოფური გონების წიაღ-სვლებს?

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა