"გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას" -კობახიძე
Anonymous ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა
"აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან" - ეკლესიის ეზოში, ახალგაზრდები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს- განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა" - ზურაბიშვილი
"საქართველოს მომავალი EU-შია... არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი" - მიშელი კობახიძეს ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი

ლაჩართა შეერთებული შტატები

04.01.2024 | 15:00 ნახვები: 1234

აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დასამარების და გაცამტვერების პროცესი არათუ გრძელდება, არამედ ახალ ძალას იძენს. ამერიკული პოლიტიკური ელიტა თავის გაუგონარ უგუნურებაში ვერ ხვდება, რომ საშიშ ზღვარს მიუახლოვდა - ცოტაც და პირველად შტატების ისტორიაში, ვაშინგტონი დარჩება მოკავშირეების გარეშე.

რა თქმა უნდა, დღეს-ხვალ ეს ამერიკას არაფრით ემუქრება - სწორედ ესაა თანამედროვე ამერიკული პოლიტიკის სიბეცის ერთ-ერთი მიზეზი. როდესაც შენ უშუალოდ საფრთხე არ გეხება, ადვილია დაკარგო სამყაროს აღქმის ადეკვატურობა. მაგრამ 1939 წელსაც ამერიკას არაფერი ემუქრებოდა, თუმცა, ეს რით დასრულდა - ვიცით.

დღევანდელი ამერიკული პოლიტიკის სამარცხვინო მდგომარეობას ყურადღებით უყურებენ პეკინში, და შესაბამის დასკვნებს აკეთებენ. იქნებ ვცადოთ რამე ტაივანში? რაო, რამე გვემუქრება? ამერიკა დაგვარტყამს? ნეტავ, მეტი არ იყოს ჩემი მტერი.

ამერიკა უკმაყოფილოა იმით, რომ უკრაინა ბომბავს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. თურმე, ამის გამო შესაძლოა საწვავი გაძვირდეს, და ეს დაარტყამს ჯო ბაიდენის რეიტინგს არჩევნების წინ. არა უშავს, რომ რუსეთი სრულიად დაუსჯელად ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს, ანგრევს ინფრასტრუქტურას, ცდილობს ჩააგდოს უკრაინა ქვის ხანაში. ეგ ვის აღელვებს. აი, საწვავის ფასი - ყველაზე მთავარია. და არჩევნებიც.

უკრაინა - ჯანდაბას, დაინგრეს, მსოფლიოში 8 მლრდ. ადამიანი ცხოვრობს, რას გამოვეკიდეთ ან 40 მლნ.-ს გადარჩენას? ამ სირცხვილამდე ამერიკული საგარეო პოლიტიკა თუ დაეცემოდა - რას ვიფიქრებდი ოდესმე?

თანაც მარაზმშია გადავარდნილი ამერიკული პოლიტიკური ელიტის ორივე მხარე - დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც, თავ-თავის ადგილას.

დემოკრატები, ანუ ხელისუფლება, ყველანაირად ზრუნავენ მოსკოვის კომფორტზე, იმაზე, რომ ღმერთმა არ ქნას, რუსმა ხალხმა საკუთარ დამპალ ტყავზე არ იგრძნოს ომის საშინელება. არიქა, ნავთობიდან ექსპორტის ფულიც არ მოაკლდეს.

ამავე დროს, უკრაინას აძლევენ მოძველებულ იარაღს. იმისთვის, რომ კიევმა ვერ მოახერხოს პუტინისთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენება. რესპუბლიკელები, ტრამპის გავლენის წყალობით, დეკემბრიდან უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიარაღების გადაცემას ბლოკავენ. ვითომდა, უკრაინას იარაღი რომ არ ექნება - ვერ იომებს და ამით მშვიდობა გაიმარჯვებს.

რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს. კიევის თავზე რუსული დროშა აფრიალდება, ხოლო უკრაინელები რუსი ერის ნაირსახეობად გამოცხადდებიან. მაგრამ ომი ნამდვილად შეწყდება.

ამერიკული პოლიტიკა დღეს ქართულ ქოც-ნაცურ დაპირისპირებაზე დაბლა დაეცა.

ამ ფონზე ისმის ლოგიკური კითხვა - ამერიკელებო, რისთვის გჭირდებათ 800 მლრდ.-ანი სამხედრო ბიუჯეტი? ეს ზეახალი თვითმფრინავები, ავიამზიდები, უზუსტესი რაკეტები? რისთვისაა ეს ყველაფერი? ეს ტყუილად გადაყრილი ფულია. ამერიკას ამ ავლა-დიდების გამოყენების სიმამაცე არ გააჩნია, ვისაც შეუძლია - იმას არ აწვდის.

ამერიკელებო, ეგ თქვენი სუპერთანამედროვე თვითმფრინავები და რაკეტები - კარგად შეინახეთ, არ ამტვერდეს. მისი გამოყენების შნო მაინც არ გაქვთ.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა