4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება
ლევან ხაბეიშვილი - თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!
თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს
ამინდი 18 მაისს
ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება
ირაკლი კობახიძe: ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა

"გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას" -კობახიძე

05.04.2024 | 00:10 ნახვები: 234

"გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას", - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარს ისევ პროპაგანდით ეხმაურება.

"გამოვთქვი სინანული, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის – ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის", - წერს კობახიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა