ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება
ირაკლი კობახიძe: ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა
ოცნება ჩიხშია, პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდებს - ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს
ირაკლი კობახიძე - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას
21 მაისამდე საქართველოში შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მომიტინგე - უცნობი ბანდის წევრები ნიღბებით მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
Enemy keeps one warship in Black Sea

ისტორიული სამაჩაბლო, ანუ ე. წ. ცხინვალის რეგიონი / Historical Samachablo, i.e. the so-called Tskhinvali region

03.09.2022 | 18:47 ნახვები: 367

ისტორიული სამაჩაბლო, ანუ ცხინვალის რეგიონი (ე. წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი), ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით _ ყაზბეგი და დუშეთი, სამხრეთით _ კასპი, გორი, ქარელი და ხაშური, დასავლეთით კი _ საჩხერე და ონის რაიონები.

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ოსები შეადგენენ, რომლებიც ოსურად საუბრობენ. ოსური ენა განეკუთვნება ინდოევროპული ენების ჩრდილო ირანულ ჯგუფს. ოსურ სალიტერატურო ენას ორი დიალექტი აქვს _ ირონული და დიგორული. ოსები ანთროპოლოგიურად ტიპური კავკასიელები არიან.
საქართველოში ოსთა დამკვიდრებას მეცნიერთა ერთი ნაწილი უძველეს დროს, ანუ III-IV ან VI-VII საუკუნეებს უკავშირებს, ზოგიერთი კი მათ ჩამოსახლებას მონღოლთა შემოსევების (XII-XIV სს.) ხანას განაკუთვნებს. ამასთან, ზოგიერთი რუსი და ქართველი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ოსები საქართველოში XVI-XVII საუკუნეებში დასახლდნენ.
სეპარატისტულმა ძალებმა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელშეწყობით, 1990 წელს ე. წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნეს და მისი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 1991-1992 წლებში რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რეგიონის მთელ ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო არმია აკონტროლებს.

----

Historical Samachablo, i.e. Tskhinvali region (the so-called former autonomous district of South Ossetia) is located on the southern slope of the Central Caucasus. It borders with the Russian Federation to the north, Kazhbegi and Dusheti to the east, Kaspi, Gori, Kareli and Khashuri to the south, and Sachkhere and Oni districts to the west.
According to some scientists, Ossetians were settled in Georgia in ancient times, approximately in III-IV or VI-Vll centuries; and Some consider that their arrival in Georgia was connected to the epoch of Mongol invasions (XII-XIV cc.). As for the Russian and Georgian scientists, some of them think that Ossetians settled in Georgia in XVI-XVII centuries, though it's worth noting that there are historical materials about the earlier settlement of Ossetians in Georgia.
The Separatist Authorities, supported by Russian occupation regime. declared its independence from Georgia in 1990 under the name - Soviet Democratic Republic of South Ossetia.
In 1991-1992, hostilities began in the region. After the War in 2008 between Russia-Georgia, the whole territory of the region is under the control of Russian Occupation Army.

ფოტო/Photo: shutterstock

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა