"გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას" -კობახიძე
Anonymous ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა
"აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან" - ეკლესიის ეზოში, ახალგაზრდები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს- განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა" - ზურაბიშვილი
"საქართველოს მომავალი EU-შია... არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი" - მიშელი კობახიძეს ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი

ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს

04.19.2024 | 21:51 ნახვები: 283

სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან. სტუდენტების განცხადებით, იუსტიციის სახლთან პროტესტი არის სიმბოლური, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იუსტიციის სახლი იქნება ის ორგანო, „რომელიც უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად მონიტორინგს ჩაატარებს“.

იუსტიციის სახლამდე მისვლამდე სტუდენტებმა თავისუფლების მოედანს შემოარტყეს წრე.

მათ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ “წინ ევროპისკენ!” “საქართველო, საქართველო!”

როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, ისინი აპირებენ სანაპიროს გადაკეტვას, შემდეგ კი მსვლელობით “ქართული ოცნების” შენობასთან მივლენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა