"გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას" -კობახიძე
Anonymous ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა
"აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან" - ეკლესიის ეზოში, ახალგაზრდები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს- განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა" - ზურაბიშვილი
"საქართველოს მომავალი EU-შია... არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი" - მიშელი კობახიძეს ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი

შიდა ქართლი / Shida Kartli

03.09.2022 | 19:12 ნახვები: 1905

შიდა ქართლი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს და მისი ცენტრი ქალაქი გორია.

შიდა ქართლში ადამიანთა ცხოვრების უძველესი კვალი ლამისყანასა და მდინარეების _ კავთურასა და თეძამს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც პალეოლითური იარაღებია ნაპოვნი. ეს მხარე ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. III ათასწლეული) უკვე ინტენსიურად იყო დასახლებული.
ქართლი მეღვინეობის კუთხითაც ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა. აქაური ვაზის ჯიშებიდან აღსანიშნავია შავკაპიტო, ბუდეშური, გორული მწვანე, გორულა (სუფრის ვაზი) და ჩინური. ქართლში ასევე გავრცელებულია მეხილეობა და მებოსტნეობა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოჰყავთ ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი.
შიდა ქართლში მრავლად გვხვდება ისტორული, კულტურული და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ძეგლები. აქ ნახავთ როგორც უძველესი კულტურის ნაშთებს, ასევე შუასაუკუნოვანი ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვან ნიმუშებს. შიდა ქართლი მრავალფეროვანი და ლამაზი ბუნებით, მინერალური წყლებითა და კურორტებითაც მდიდარია. ალპური მდელოები თუ მწვანეში ჩაფლული ტბები და ჩანჩქერები შესანიშნავია ხეტიალისა და ბუნების სიმშვიდეში განტვირთვის მოყვარულთათვის.

---

Shida Kartli is located in the eastern Georgia. The administrative center is the city of Gori.
The oldest traces of human life in Shida Kartli were found between Lamiskana River, Kavtura and Tedzami rivers, where paleolithic tools were discovered. The area was already quite populated during the Bronze Age (III millennium BC).
Currently, the northern part of historic Shida Kartli is included in the South Ossetian Autonomous District and the Dusheti Municipality. Presently Shida Kartli region includes the municipalities of Gori, Kaspi, Kareli and Khashuri.
Every region differs from others by its culture and traditions. Kartli region isn't an exception. This region is rich with folklore.
There are numerous historical, cultural and important monuments. Here you will find both remains of ancient culture and important examples of medieval architecture and monumental painting. Shida Kartli is rich with diverse and beautiful natural resorts and mineral waters. Alpine meadows or lakes and waterfalls hidden in the green are perfect for lovers of hiking and natural tranquility.

ფოტო/Photo: shutterstock

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა