თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

„სახალხო დამცველს უფლება აქვს, რომ შევიდეს“ - სოზარ სუბარი ნინოწმინდის პანსიონზე

06.04.2021 | 16:13 ნახვები: 254

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და სოციალური მუშაკები იმყოფებიან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარეობს, რეგულირების სააგენტოს თანამშორმლების მიერ კვლევა, ხოლო 4 სოციალური მუშაკი ზრუნვის სააგენტოდა, გზაში არიან.

„ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და 4 სოციალური მუშაკი ზრუნვის სააგენტოდან, ასევე, გზაში არიან ფსიქოლოგებიც. წუხელ, ექვსმა ბავშვმა, რომელმაც მოითხოვა გამოყვანა, სხვაგან არის გადაყვანილი. 2006 წლიდან ვმუშაობთ, სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც ეს შენობა შეიქმნა, მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა, ეს იყო ნინოწმინდასა და ზესტაფონში. მაშინაც გვქონდა შესვლასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები, თუმცა, მალე დალაგდა, მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო, ეს კონკრეტული ორი გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის უფლებამოსილებაა რომ იქ აუცილებლად შევიდეს.

„სახალხო დამცველს ბუნებრივია, უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს. ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა, არ ვიცი დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია ", - აღნიშნავს სუბარი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა