სახელი, გვარი - ირაკლი ცქიტიშვილი
დაბადების წელი - 1969
მედიასაშუალება - მედია-ჯგუფი Грузия Online (www.apsny.ge)
პოზიცია - მედია-ჯგუფის ხელმძღვანელი
მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ - აფხაზეთის საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტი, Грузия Online
თქვენი პირველი დღე მედიაში? – 2005 წლის 27 სექტემბერი
არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - ნაწილობრივ, მცირე დოზით.
რა არის საზოგადოების დაკვეთა? - მედიასთან მიმართებაში- მეტი სანახაობა, სკადალი, სკანდალების სერიალები. სოციალურად - მეტი პური. ზოგადად - ვართ კი საზოგადოება?
ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ვისაც ობიექტური ანალიტიკური აზროვნება გააჩნია და მისი გამოვლენის არ ეშინია
რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - აგვისტოს ომის დღეები
რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - როდესაც რუსულ მედიას წივილი-კივილი აქვს ჩვენი საქმიანობის გამო
რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - ჩემს თავთან და სინდისთან მართალი უნდა ვიყო
რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – გააჩნია სიტუაციას და თემას.
რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - შევარდნაძის დრო არ ვიცი, სააკაშვილის ხელისუფლება მეტად გახსნილი იყო, ვიდრე დღევანდელი.
მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპოდენტი? – ორივე ერთად. კარგი ჟურნალისტი სწორ კითხვებს სხვამს, კარგი რესპოდენტი თემას კარგად და გასაგებად შლის.
ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - ვისაც რუსეთის სწამს.
რაზე გწყდებათ გული? - რომ ქვეყანა კარგავს დროს და შორდება განვითარებას და ცივილიზებულ სამყაროს
რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – რაც მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს
რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – ჩემთვის 2005-2011
რისი გეშინიათ? – რომ შეიძლება ვერ მოვესწრო მშობლიურ სოხუმში დაბრუნებას
„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – გააჩნია, რა დაინგრა და რა აშენდა
რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი. სამწუხაროდ, ესაა რაც უფრო მეტად ხდება ქვეყანაში.
როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - რაც მეტია რეიტინგი, მით მეტია პოლიტიკური ზეწოლა
ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - საკმაოდ ბევრია ჩამოსათვლელად.
რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – პროპაგანდა
რა აკლია ქართულ მედიას? – ანალიტიკური მასალები, აღიარებული ექსპერტების შეფასებები.
რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – რომელზეც ჩემთვის საინტერესო გადაცემა ან რესპონდენტია
რადიო, რომელსაც უსმენთ - ძირითადად მანქანაში ვუსმენ იმ არხებს, სადაც სიმღერებს ვიპოვი
გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - არ ვკითხულობ.
რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - ვერ ხედავს საჭიროებას და სარგებელს, პოლიტიზირებულ მედიაში ინვესტირება კი მისთვის უფრო მეტი თავისტკივილი იქნება, ვიდრე სარგებელი.
რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – მედიას გააჩნია... რეიტინგულ ტელევიზიებში უფრო მეტად.
რა გაღიზიანებთ? - ზედაპირული დამოკიდებულება
რა გახარებთ? - როცა რესპონდენტს მართლა ესმის საკითხი, რომელზეც საუბრობს
როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? - კოლეგიალურ-პარტნიორული
რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – სიმართლე ყველას თავისი აქვს, სამართლიანობა ობიექტური მცნებაა, თუ სრული სურათის დანახვას შევძლებთ.
იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - ძირითადად ვერ
რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - ალბათ მედია არ შეესაბამება ის სტანდარტებს, როგორიც მათ წარმოუდგენიათ.
არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - მედია არ უნდა იყოს არავისთან ახლოს, დაკარგავს ბალანსის ფუნქციას. თუმცა ხალხის აზრს და ინტერესს მუდმივად უნდა იკვლევდეს, რათა უპასუხოს მათ ინტერესს
მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - ყველაფერი ერთად.
რა არის მედიასტანდარტი? - ალბათ ის სტანდარტი, რაც დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა მედიასაქმიანობაში. ყველა დროს თავისი სტანდარტი აქვს.
რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - ქართული მედია ჩამოყალიბების სტადიაშია.
რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - მათი კრიტიკა არავის არაფერს აძლევს. თუ მედიის ხელმძღვანელობას მოსწონს - დაე ჰყავდნენ.
ვინ არის ქართულ მედია მეტრი? – არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი
რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - ქართული მენტალიტეტის გამო... ან მამებს (დედებს) ვეძებთ ან მამოებს
რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - რეიტინგი
რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - საკუთარ სინდისს არ უნდა გადაახტე
რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - რაც მას, როგორც ჟურნალისტს და მის მედიას შეურაცხყოფს.
არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? – კი, მაგალითად, წყარო არ უნდა „ჩაუშვა“.
რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - ტელევიზიის ბადეს განსაზღვრავს მაყურებლის ინტერესი.
რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - ინფორმირება
არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - არსებობს, მაგ., მშრალი ფაქტების ჩამონათვალი, რაც არავის აინტერესებს, არც რეიტინგს აძლევს მედიას და არც ინტერესს უჩენს მაყურებელს (მკითხველს)
აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - გააჩნია სიტუაციას
უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - უნდა არსებობდეს, მედიასტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების შესასწავლად, მაგრამ ამას 4-5 წელი არ სჭირდება.