Ukrainian athlete and servicewoman Rayana killed in action
Russia preparing new ballistic missile strikes on Ukraine – Zelensky
Zelensky: Russia targets all infrastructure in one Ukrainian region for days at a time
ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება – შეჩერებულია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი
მთავრობამ საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გამყარებაში შეზღუდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: გელათის ტაძარი ნალექებისგან სრულად არის დაცული – დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება
მეუფე გიორგი ჯამდელიანი: მეუფე იობმა ბევრს ჩამოხადა ვითომ ქრისტიანობისა და ეკლესიურობის ნიღაბი – თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი
მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო – ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის

მთავრობამ საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გამყარებაში შეზღუდა

ნახვები: 312 მთავრობამ საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გამყარებაში შეზღუდა

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი - ეკონომიკის პროფესორი, საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი, 2007-2023 სებ-ს საერთაშორისო რეზერვების მართვის დეპარტამენტის მთავარი პორტფელის მენეჯერი

ინფლაციურ სეზონში (ოქტომბერი-თებერვალი) სებ-ს მხრიდან მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას მხოლოდ მაშინ ექნება რეალური ეფექტი ინფლაციური წნეხის შესამსუბუქებლად, თუ მთავრობა აღნიშნულ პერიოდში გააგრძელებს ფისკალურ დისციპლინას ხარჯვით ნაწილში.

განვითარებად ეკონომიკებში და მათ შორის საქართველოშიც, სამომხმარებლო ფასების ინფლაციას ძირითადად აქვს სტრუქტურულ-ეკონომიკური მიზეზები, მაგრამ შედეგი ყოველთვის არის მონეტარული, ე.ი. მომხმარებლების, მწარმოებლების და სახელმწიფოს მხრიდან ფულის მასაზე მოთხოვნის ზრდა, სესხების გაძვირება და ა.შ.

რეალურად, სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია არის გაცილებით უფრო მაღალი (8-9%), ვიდრე, სამწუხაროდ, საქსტატი ითვლის და აქვეყნებს - ნედლი ფასების მხოლოდ ნაწილობრივ ელექტრონულად მოპოვება, აგრეთვე ცდომილებები სამომხმარებლო კალათის სტრუქტურაში (წონების მხოლოდ წლიურად განახლება, ახალი პროდუქტების დაგვიანებით გათვალისწინება) განაპირობებს სამომხმარებლო ფასების ინდექსის მოდელის არასრულყოფილობას და, შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დათვლის ცდომილობას - როცა საწვავის წლიური ინფლაცია 20%-ს შეადგენს, შეუძლებელია, მთლიანი ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მხოლოდ 5-6%-ის ფარგლებში იყოს.

სამომხმარებლო ფასების ინფლაციის უტყუარი მონეტარული შედეგია ფულზე მოთხოვნის გაზრდა ტრანსაქციის (ე.ი. მოხმარების დაფინანსების) მოტივით, რომლის მთავარი მონეტარული აგრეგატის და ინდიკატორის, ე.წ. "სარეზერვო ფულის" (მ1), წლიური ზრდა აგრეთვე 20%-ზე მეტია და რეალური ეკონომიკის მხოლოდ 8% ზრდის ფონზე წარმოადგენს კიდევ ერთ პროარგუმენტს მთლიანი ინფლაციის უფრო მაღალი ფაქტობრივი მაჩვენებლის სასარგებლოდ.

სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მთავარი სტრუქტურული კოეფიციენტია სავალუტო გაცვლითი კურსი, სამომხმარებლო კალათის სტრუქტურაში იმპორტზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გამო (საწვავი, ენერგომატარებლები და ა.შ.).

2025-2026 წლებში გაცვლითმა კურსმა ვერ შეასრულა სავალუტო ფარის ფუნქცია საგარეო ფაქტორებით განპირობებული ინფლაციური წნეხის მოსათოკად - სავალუტო რეზერვების რეკორდულად შევსების პარალელურად, მეტი წინდახედულობის და გამბედაობის პირობებში, ფინანსურ-ტექნიკური პირობები ნამდვილად არსებობდა იმისთვის, რომ დღეს ლარის კურსი იყოს 2.00-2.20-ის ფარგლებში, რაც სამომხმარებლო ინფლაციას ნამდვილად შეამსუბუქებდა - სავალუტო და, ზოგადად, ფინანსურ ბაზრებზე გარიგებების ალგორითმს მართავს ადამიანის გონება.

ზაფხულში მასშტაბური მონეტარული სტერილიზაცია იყო გამოუვალი მდგომარეობით და სასოწარკვეთით მოფიქრებული, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებული ღონისძიება, რომლის მიუხედავად მაინც ვერ მოხერხდა მ1 სარეზერვო ფულის წლიური ინფლაციის 20% ნიშნულის ქვემოთ ჩამოყვანა, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, დასრულდა ისეთი უკიდურესი შედეგით, როგორიცაა სახაზინო ობლიგაციების პოზიციის განულება სებ-ს ბალანსში (კატასტროფა!!!) - წარმოუდგენელია, რომ ცენტრალური ბანკი - კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ფისკალური აგენტი - არ ფლობდეს სახაზინო ობლიგაციებს.

ლარის დროულად გამყარების შემთხვევაში მონეტარული სტერილიზაცია აღარ იქნებოდა ასეთი მასშტაბური და საგანგაშო, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება სებ-ს, აგრეთვე ირიბად - მთავრობას, სებ-ს მიმართ ლარის გამყარებაში ნაკლები პოლიტიკური ნების და მხარდაჭერის, აგრეთვე სებ-ს დამოუკიდებლობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის გამო.

ცენტრალური ბანკის მართვა სამინისტროს სტილში არის მიუღებელიც და შეუძლებელიც, ხოლო მონეტარული ხელისუფლების ღონისძიებების და გადაწყვეტილებების და მათი ეკონომიკურ-პოლიტიკური შედეგების შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაცია არის სებ-ს საბჭოს როგორც აღმასრულებელი, აგრეთვე კიდევ უფრო მეტად არააღმასრულებელი წევრების პირდაპირი უფლებამოსილობა - ამისთვის არიან შერჩეული და აქვთ მათ პარლამენტის მიერ შესაბამისი პოლიტიკური მანდატი მინიჭებული - შესაბამისად, პოლიტიკური ახსნა-განმარტებების დელეგირება სებ-ს სტაფის წარმომადგენლებზე არის დაუშვებელი და წარმოადგენს საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა