ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება – შეჩერებულია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი
მთავრობამ საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გამყარებაში შეზღუდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: გელათის ტაძარი ნალექებისგან სრულად არის დაცული – დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება
მეუფე გიორგი ჯამდელიანი: მეუფე იობმა ბევრს ჩამოხადა ვითომ ქრისტიანობისა და ეკლესიურობის ნიღაბი – თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი
მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო – ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის
ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: გელათის ტაძარი ნალექებისგან სრულად არის დაცული – დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება

ნახვები: 232 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: გელათის ტაძარი ნალექებისგან სრულად არის დაცული – დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი ატმოსფერული ნალექებისგან სრულად არის დაცული. უწყების ინფორმაციით, დროებითი გადახურვის კონსტრუქცია ტაძრის მხატვრობასა და უნიკალურ მოზაიკას წყლის შეღწევისგან იცავს.

სააგენტო გელათის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ძეგლთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო. სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება საზოგადოებაში ყველა იმ უწყების, ქართველი და უცხოელი მეცნიერის, დარგის სპეციალისტისა და სხვა ჩართული მხარის დისკრედიტაციას ემსახურება, ვინც ქვეყანაში ძეგლთა დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ერთ-ერთ შემთხვევაში წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია ტაძრის შიდა სივრცედ წარმოაჩინეს. ამის საფუძველზე კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დროებითი გადახურვა ძეგლს წყლის შეღწევისგან ვერ იცავდა.

სააგენტოს განმარტებით, გელათის მთავარი ტაძრის დროებითი სახურავი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციით მოეწყო. კონსტრუქცია გერმანული კომპანია „ლეიერისა“ (Layher) და ქართველი არქიტექტორების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

„სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი უნიკალური საინჟინრო კონსტრუქციის მქონე დროებითი სახურავითაა აღჭურვილი, რაც ძეგლს ატმოსფერული ნალექებისგან სრულად იცავს. დაცულია ტაძრის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა“, – აცხადებს სააგენტო.

უწყების ინფორმაციით, ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და დროებითი სახურავის მოხსნა 2027 წლის ბოლოს იგეგმება.

„ტაძრის შიდა და არა გარე სივრცე სრულად არის და იქნება დაცული ყველა ტიპის ნალექისგან“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა