Ukrainian athlete and servicewoman Rayana killed in action
Russia preparing new ballistic missile strikes on Ukraine – Zelensky
Zelensky: Russia targets all infrastructure in one Ukrainian region for days at a time
ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება – შეჩერებულია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი
მთავრობამ საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გამყარებაში შეზღუდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: გელათის ტაძარი ნალექებისგან სრულად არის დაცული – დროებითი სახურავი 2027 წლის ბოლოს მოიხსნება
მეუფე გიორგი ჯამდელიანი: მეუფე იობმა ბევრს ჩამოხადა ვითომ ქრისტიანობისა და ეკლესიურობის ნიღაბი – თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი
მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო – ყველა გამოჩნდება, ვინ ვინ არის

ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება – შეჩერებულია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი

ნახვები: 233 ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება – შეჩერებულია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. მისი თქმით, განსაკუთრებით სერიოზულია ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე.

„არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია ახალი დარტყმებისთვის მზადების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი თავდასხმებისთვის კონკრეტულ რეგიონებს ირჩევს და რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კონცენტრირებულ დარტყმებს ახორციელებს.

„რუსები სპეციალურ სამიზნედ ერთ რეგიონს ირჩევენ და რამდენიმე დღის განმავლობაში ამ რეგიონის წინააღმდეგ დარტყმებზე – ყველაფერზე, ქსელებზე, ქვესადგურებზე – კონცენტრირდებიან“, – აღნიშნა მან.

ზელენსკის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისიდან ყველაზე მეტი, 131 დარტყმა, დნიპროს რეგიონში დაფიქსირდა, 125 – კიევის რეგიონში, ხოლო ასზე მეტი – ჟიტომირისა და სუმის რეგიონებში. მისი თქმით, სწორედ ამ რეგიონებში დგას ყველაზე სერიოზული გამოწვევების წინაშე ენერგეტიკის სექტორი, კომუნალური სამსახურები და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი შეჩერებულია.

„პრაქტიკულად ყოველდღე ვხედავთ შედეგებს. საერთო ჯამში, უკვე შევაჩერეთ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია რუსეთის მიერ დეესკალაციაზე უარის თქმასა და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატოისგან მოისმინა ანგარიში რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების შესახებ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად დრონების წარმოების გაზრდაზე იმუშავებს.

„ჩვენ გვაქვს პოტენციალი და ფრონტზე გამოყენება ამჟამად ეფექტურია. ოქტომბერში 50 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა და დაიჭრა. ანალოგიურად მაღალი მაჩვენებელი უნდა დაფიქსირდეს ნოემბერში. ჩვენს ჯარებს შეუძლიათ ხაზის შენარჩუნება და ამისთვის მადლიერი ვარ მათი. ჩვენმა პარტნიორებმაც იგივე უნდა გააკეთონ და მხარი დაუჭირონ მათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა