ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს

ნახვები: 423 გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს

ოპოზიცია მხოლოდ ტელევიზიებში სიარულით რეიტინგს ვერ მოიმატებს.

სანამ ოპოზიცია ხალხს არ აუხსნის, თუ რითი შეუცვლიან ბალანდას, რომელსაც ივანიშვილი საზოგადოების რაღაც ნაწილს აჭმევს, მანამდე ვითარება და სურათი არ შეიცვლება. აუცილებელია იმის ახსნა თუ რა იქნება ამ პოლიტიკური კერძის მთავარი კომპონენტი.

საქართველოში ყველას უნდა, რომ იყოს პატარა ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში სოციალური პროტესტი არასოდეს ყოფილა. როგორ შეიძლება მოქალაქეს, რომლის ცხოვრება დღითიდღე ძვირდება პროტესტი არ ჰქონდეს?

საპატრიარქოს საეკლესიო კალენდარში აქვს ქეთევან წამებულის დღის აღნიშვნის დღე. ირანის ელჩის განცხადებაზე ხმას არ იღებენ. პატრიარქად წოდებული ეგზარხოსი რას აკეთებს?

ღარიბაშვილის წერილი არის გაფრთხილება „ოცნების“ წევრებისთვის, რომ ხვალ და ზეგ ყველაფერი კარგად არ იქნება.

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა, "აირაის" კვლევის შედეგები რეალობას რამდენად ასახავს?

- მე,ამ მონაცემებს დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. ოპოზიციას რეიტინგი, რომ არ აქვს, ეს ჩვენ ვიცით. „ოცნების" რეიტინგი მის ამომრჩეველზე დგას, მათ  კონსოლიდირებული ამომრჩეველი ჰყავთ. აქვე მოდით დათქმა გავაკეთოთ და ვთქვათ, რომ საქართველოში სოციოლოგია არ არსებობს. ქართველი ამომრჩეველი სოციოლოგიურ კვლევებში ცდილობს, საკუთარი თავის მოტყუებას. ეს მხოლოდ პოლიტიკას არ ეხება. ეს ყველა სეგმენტს ეხება, რომელშიც სოციოლოგიური კვლევა ტარდება. რესპოდენტმა შეიძლება ხელისუფლება შეაქოს და თქვას, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მეორე დღეს ეს ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ მას სოციალური პრობლემები აწუხებს. ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს.

- თავს რატომ იტყუებენ?

- მათ ჰგონიათ, რომ მათი აზრი და შეხედულება კონკრეტული პარტიის მიმართ ფარული არ აღმოჩნდება. ამ ადამიანებს თავის ატკივება არ უნდათ. ოპოზიციურ ველზე კონსოლიდირებული მხარდამჭერი არ არსებობს. ამ პირობებში ნაციონალური მოძრაობა უპირობოდ ლიდერობს. მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ „ცუდი სამსახური“ გაუწია დანარჩენ ოპოზიციას. განსაკუთრებით ცუდი სამსახური "ახლებს" გაუწია. სააკაშვილმა თქვა, რომ მას და "ახლებს" არ აქვთ პოლიტიკური ალიანსი და "ახლები" არ არიან ნაცები. ამის შემდეგ, "ახლების" პულსი არ იზომება.

ოპოზიცია მხოლოდ ტელევიზიებში სიარულით რეიტინგს ვერ მოიმატებს. ქართველმა ხალხმა ტელევიზორი გამორთო და ქართველი ხალხი ოპოზიციას არ უსმენს, რადგან არაფერს ლაპარაკობს, ხალხს არაფერს სთავაზობს. ქართველი პოლიტიკოსების სიბრიყვე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამომრჩეველს იმას ეუბნებიან, რაც ამომრჩეველმა მათზე კარგად იცის. იმაზე საუბარი, რომ „ოცნება“ ცუდია და ქვეყანაში არის მძიმე სოციალური ვითარება, ამას ტელევიზორთან წამომჯდარი მოქალაქეც ხვდება და საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი. ქართველმა ამომრჩეველმა ისიც იცის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც დღედაღამე ტელევიზიაში არიან, გაცილებით უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე რიგითი მოქალაქეები. იმის ძახილი, რომ კი შენ გშია, ბიძინა არის ცუდი და მე კარგი ვარ, ეს მიდგომა არ მუშაობს. ოპოზიცია ხალხს არ ეუბნება, თუ რა იქნება ხვალ. ოპოზიცია ქოცების კონსოლიდირებულ ამომრჩეველსაც არ ეუბნება, თუ რა შეიცვლება მათთვის მომავალში. რიტორიკა, მოდი ბიძინა მოვიშოროთ და ყველაფერი კარგად იქნება,  ეს ნარატივი არ მუშაობს.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ომში ივანიშვილი რომ დამარცხდეს, ხალხს ექნება შიში იმ მშვიდობის, რომელსაც ვერ ხედავს. მათ არ იციან, თუ რას მოუტანს ოპოზიცია მათ. ხალხს სტაბილური შიმშილი ურჩევნია გაურკვევლობას. მათ სტაბილური შიმშილი ურჩევნიათ, არასტაბილურ შიმშილს. ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა აუხსნას, თუ როგორ იცვლება კვების რაციონი. ამას არ ეუბნებიან ხალხს, რადგან არ იციან, რა უთხრან. ასეთი უმწიფარი და ინტელექტუალური კუთხით, დეგრადირებული ოპოზიცია არ არსებობს.

ოპოზიცია კვლევების შემდეგ ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ შეიძლება კაცი გაგიჟდეს. თურმე „ოცნება“ ყველას უგებს. ეს ადამიანები საკუთარ შედეგებზე კი არ ლაპარაკობენ, არამედ იმ რეალობასა თუ მოცემულობაში ცხოვრობენ, რომელიც ჩვენ არ ვიცით, სიმართლეს შეესაბამება თუ არა  ("აირაის" კვლევებზე ვსაუბრობ). ცალკეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მეზობელი არ ეუბნება გამარჯობას და ის მეზობელი მისცემს მათ ხმას? ოპოზიციის ტელესახებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი ცუდი რაღაც გააკეთეს ჩვენი საზოგადოებისთვის და ბევრი სიკეთე გააკეთეს ბიძინა ივანიშვილისთვის. ოპოზიციური ტელევიზიების წამყვანები, თვითკმაყოფილად რომ ჩამოჯდებიან და კითხვას კითხვაზე რომ ვერ აბამენ და თემა არ იციან, ეს მარაზმი უნდა დასრულდეს. თუ უნდათ გაადახვიონ და ნახონ თავიანთი გადაცემები. ცალკეული რესპოდენტები სწორ აქცენტებს სვამენ და ეს ჟურნალისტები თემიდან თემაზე ხტებიან. ქართულ ტელესივრცეში თითქმის არ არსებობს გადაცემა, სადაც დაწყებული თემა ბოლომდე მიდის და იხსნება. ამიტომ, ოპოზიციას დაბალი რეიტინგი არ უნდა გაუკვირდეს. სანამ ოპოზიცია ხალხს არ აუხსნის, თუ რითი შეუცვლიან ბალანდას, რომელსაც ივანიშვილი საზოგადოების რაღაც ნაწილს აჭმევს, მანამდე ვითარება და სურათი არ შეიცვლება. აუცილებელია იმის ახსნა თუ რა იქნება ამ პოლიტიკური კერძის მთავარი კომპონენტი.

- ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური თემების არცოდნა. რატომ არიან ამ საკითხში ასეთი არაკომპეტენტურები?

- ქართული ოპოზიცია და ოპოზიციური მედია რატომღაც თვლიან, რომ თუ რომელიმე ქოცის კორუფციულ სქემას გაშიფრავენ, ეს იქნება დიდი ამბავი. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამაზე არ რეაგირებს. ქართველებს ჰგონიათ, რომ აა, ქურდობა თუ "ხოდშია", შეიძლება ეს ქურდობა ჩვენც შეგვრჩეს. როდესაც შენ კორუფციას ურტყამ, უნდა იცოდე, რომ ვიღაცას უნდა, რომ თვითონ იყოს კორუფციის ნაწილი. საქართველოში ყველას უნდა, რომ იყოს პატარა ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში სოციალური პროტესტი არასოდეს ყოფილა. როგორ შეიძლება მოქალაქეს, რომლის ცხოვრება დღითიდღე ძვირდება პროტესტი არ ჰქონდეს?

- თავის დროზე, მაღაროელების პროტესტი არ იყო სოციალურ საკითხებზე აგებული პროტესტი?

- მაღაროელები შრომის პირობების გასაუმჯობესებლად იბრძოდნენ. საქართველოში მოქალაქეებს რცხვენიათ თქვან, რომ შიათ. 50%-ზე მეტ ადამიანს შია საქართველოში. დღეს მშობლებს ყველაზე მეტად უნდათ, რომ მათი შვილები ქოლ ცენტრებში მოეწყონ. იმ ახალგაზრდებს მინდა მოგმართოთ, ვინც ამ ქოლ ცენტრებში ხართ დასაქმებულები, ამ ძვირადღირებული მანქანებით რომ დადიხართ (მგონი ნიუ იორკში არ დადის ამდენი მანქანა) კარგად დაფიქრდით, თუ რას სჩადიხართ! ხვალინდელი დღე შესაძლოა, გაცილებით უფრო რთული იყოს თქვენთვის. ჩვენი საზოგადოება თავისუფალი არ არის. ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი კონფორმისტებისგან შედგება. ჩემთვის კონფორმიზმი და მონობა ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან.

- ირანის ელჩი თვლის, რომ ქეთევან წამებულის ისტორია ხელახლა უნდა შეისწავლონ ქართველმა და ირანელმა მკვლევარებმა. ამ კაცმა ქართულ სიწმინდეებს შეურაცხყოფა მიაყენა?

- თავმოყვარე ხელისუფლებამ არცერთ სახელმწიფოს არ უნდა მისცეს ისტორიის გადაწერის საშუალება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ვხედავთ, ეს არის ურაპატრიოტიზმი. ცალკეულ დეპუტატებს შეიძლება ამ პოზიციისთვის მადლობაც ვუთხრათ, მაგრამ მთავარია, რას იტყვის სახელმწიფო. საქართველოს საპატრიარქოც დუმს. საპატრიარქოს საეკლესიო კალენდარში აქვს ქეთევან წამებულის დღის აღნიშვნის დღე. ამაზე ხმას არ იღებენ. სამაგიეროდ, ხედავენ ლიბერალებს, რომლებიც ვითომ ეკლესიას ებრძვიან. პატრიარქად წოდებული ეგზარხოსი რას აკეთებს? ყველა წყაროში წერია, რომ 1624 წელს ქეთევან დედოფალი სასტიკი წამებით მოკლეს, რადგან მან სარწმუნოების შეცვლაზე უარი თქვა.

- ირაკლი ღარიბაშვილი თავის მორიგ წერილში წერს, რომ 2021 წელს, როდესაც მეორედ გახდა პრემიერ მინისტრი, იმ პერიოდში „ქართული ოცნება“ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. საკუთარი თავის პიარი დაიწყო?

- რასაც ამბობს, ეს არის ფაქტი და რეალობა. გახარიას წასვლამ ხელისუფლების ლიდერშიპი კოლაფსში ჩააგდო. იმ პერიოდში „ოცნებაში“ სერიოზული გაურკვევლობა იყო. ღარიბაშვილმა გუნდის კონსოლიდირება შეძლო. ის საქმეები, რაც ღარიბაშვილმა ჩამოთვალა, ნამდვილად გაკეთებული საქმეებია. ღარიბაშვილი ამ მიმართულებით ევროინტეგრაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და საერთაშორისო ვიზიტებზე საუბრობს. ეს წერილი „ქართული ოცნების“ წევრებისთვის არის, რომლებსაც ღარიბაშვილმა ბევრი რაღაცები გაახსენა. ეს წერილი არის გაფრთხილება „ოცნების“ წევრებისთვის, რომ ხვალ და ზეგ ყველაფერი კარგად არ იქნება. ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულება არის ნიველირებული. ხელისუფლება გვეუბნება, რომ თურმე ევროკავშირს შეუჩერებია საქართველოსთან ურთიერთობები, ეს არის ტყუილი. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასაც“ საკუთარი თავის მოტყუება მოსწონს.

კოტიკო გოგინაშვილი

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა