ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ნახვები: 219 სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე სასამართლომ 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.

აღკვეთის ღონისძიების პატიმრობიდან გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა. ახობაძეს განაჩენის გამოცხადებამდე ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ახობაძის ადვოკატის, დავით სიმონიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ახალი ინფორმაცია გახდა, თუმცა მის შინაარსს არ აკონკრეტებს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით მივაწოდეთ ახალი ინფორმაცია. ეს კონკრეტული ინფორმაცია არავის ეხება, გარდა ლევან ახობაძისა და ამ სისხლის სამართლის საქმისა. ვინმეს წინააღმდეგ ლევან ახობაძეს ჩვენება მიცემული არ აქვს და ვერც მისცემს, რადგან ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებენ სხვა პირები, რომელთა შესახებაც შეიძლება ვინმემ ჩვენება მისცეს.

იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა, დავაყენეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, მოვითხოვეთ გირაო და სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ლევან ახობაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

ლევან ახობაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება, არ აღიარებს“, – განაცხადა სიმონიამ.

ცნობისთვის, ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ვერსიით, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეწარმეს შუამავლების მეშვეობით თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა. გამოძიების თანახმად, საბოლოოდ მხარეები 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

ახობაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა