Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მერაბ მეტრეველი

ნახვები: 5746 მერაბ მეტრეველი

სახელი, გვარი - მერაბ მეტრეველი

დაბადების წელი - 1978

მედიასაშუალება - „პალიტრანიუსი“

პოზიცია - წამყვანი

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ - აჭარის ტელევიზია, გაზეთი „ბათუმელები“, გაზეთი „დრონი“, გაზეთი „ახალი თაობა“, გაზეთი „ალია“, გაზეთი „24 საათი“, ტელეკომპოანია „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო „პალიტრა“, გაზეთი „კვირის პალიტრა“, ტელეკიომპნაა „კავკასია“, ტელეკომპნაია „პალიტრანიუსი“

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? -  მიხაროდა ახალი სამსახური.

თქვენი პირველი მასალა? - დიდად არ მახსოვს.

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - კი არის. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მაინც არის.

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - რაც არის დაკვეთა, კი ჩანს მედიაში. არ ვეთანხმები აზრს, რომ სხვაა დაკვეთა და სხვას აკეთებს მედია.

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ბევრია ასეთი.

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - არ დამიმახსოვრებია ნამდვილად. ეტყობა, რაღაც განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? – ალბათ, 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც „იმედში“ სპეცრაზმი შემოვარდა და ჟურნალსიტები ტერორისტებივით იატაკზე დაგვაწვინეს. ასევე 2008 წლის აგვისტო. ომში მუშოაბა ჟურნალსიტისთვის ძალიან აზარტულია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ეს ომი შენს სამშობლოში ხდება.

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - ალბათ, როდესაც პირველად დავიწყე ჟურნალისტად მუშოაბა, რადგან მანამდე ბენზინგასამრთ სადგურზე ვმუშაობდი.

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - პროფესიულ საქმიანობაში კომპრომისებზე იშვიათად მივდივარ. ესაა ჩემი მთავარი ღირსებაც და ნაკლიც. 

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – მეორე.

ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - ედიკა, ასლანი, მიშა

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - როდესაც ახალმოსულები არიან, ყველა ხელიუსუფლება გახსნილია, მაგრამ მერე როცა ბევრს აშავებენ და პრობლემები ეწყებათ, მედია აღარ მოსწონთ, ან მარტო პროსამთავრობო მედია მოსწონთ.

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპონდენტი? – ორივე.

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - გააჩნია, რა იგულისმხება თანამშრომლობაში.

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – არანაირში, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ერთი-ორჯერ პატრულმა მიცნო და არ დამაჯარიმა.

რაზე გწყდებათ გული? - ბევრ რამეზე. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – შეგნებულ ტყუილს.

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – ალბათ, შევარდნაძის ეპოქა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა