Trump says he does not believe Ukraine attacked Putin’s residence
Drone attack causes fire in one of Kyiv’s districts, woman injured
Drone operators destroy UAZ vehicle carrying Russian troops in Lyman direction
Denmark responds to Greenland map in US flag colors
Ex-chief of Ukraine's State Border Guard Service appointed advisor to interior minister
Canada supports democratic process in Venezuela in line with will of people - Carney
War update: 154 clashes, Ukrainian forces eliminate nearly 100 invaders in Pokrovsk sector
EU calls for respect for will of Venezuelan people and international law

ხათუნა ხატიაშვილი

20.06.2023 ნახვები: 3192

სახელი, გვარი - ხათუნა ხატიაშვილი

დაბადების წელი - 1973

მედიასაშუალება - ახალი ამბების პორტალი „აიპრესი“

პოზიცია - ჟურნალისტი, რედაქტორი

მედიასაშუაელებები, სადაც გიმუშავნიათ - გაზეთი „საქართველო“, „ახალი ეპოქა“, „მთავარი გაზეთი“, ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსი“, „პრაიმ ნიუსი“ , თსუ, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი... არაერთი გამოცემა, თანმიმდევრობას ვერ ვიხსენებ.

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? - მესამე კურსის სტუდენტს რადიო გადაცემის ჩამწერი უშველებელი აპარატურა მომცეს და გამაგზავნეს ზოოპარკის დირექტორთან ინტერვიუზე.

 

თქვენი პირველი მასალა? -  გაზეთ „კაბადონში“ დაიბეჭდა ჩემი პირველი მასალა, „ხორცკომბინატის“ პრობლემატიკაზე. ვიყავი პირველი კურსის სტუდენტი და მასალის მოსამზადებლად მამამ წამიყვანა.

 

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? -  შესაძლოა, დღეს ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე

 

რა არის საზოგადოების დაკვეთა? – ევროპიზაცია ყველაზე საუკეთესო გაგებით

 

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? – ყოველთვის მივიჩნევდი ნოდარ ნათაძეს

 

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? – არ მახსოვს

 

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? – 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება და მისი შესავალი დღეები...

 

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? – ყველა მნიშნელოვანი კალენდარული დღე მახარებს, რომელიც ქვეყნის ისტორიულ თარიღებს აღნიშნავს. იგივე ეხება რელიგიურ დღესასწაულებს

 

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - ცილისწამებამდე.

 

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – იყო მართალი

 

ვინ არის რესპოდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - ბადრი პატარკაციშვილი

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? –ახლაც მგონია, რომ  შევარდნაძის დროის ხელისუფლება და პოლიტიკოსები მედიასთან მუშაობაში გამოირჩეოდნენ ყველა ასპექტით

 

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპონდენტი? – ორივე. ჟურნალისტზე ბევრია დამოკიდებული

 

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - ალბათ, ერთეული არ იქნება

 

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – ახლობლების ჯანმრთელობის და სიცოცხლეს დაჭირვებია და მისარგებლია.

 

რაზე გწყდებათ გული? - ბევრ რამეზე. შეიძლებოდა, რაღაცები სხვაგვარად ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში

 

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – ვინმეს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულს

 

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – ალბათ, 90 იანი წლების შემდეგ რამდენიმე წელი.

 

რისი გეშინიათ? – სიბერის

 

„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – არ შემიმჩნევია, საერთოდ თუ ვტრანსლირებ რომელიმეს

 

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი

 

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - მდარე. ვერ ვისაუბრებ დღევანდელი მედიის თავისუფლებაზე, მითუმეტეს, ხარისხზე

 

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - არაერთი... რომ ჩამოვთვალო, მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს

 

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – აგრესია და გაუმართავი მეტყველება

 

რა აკლია ქართულ მედიას? – ეთიკა, ქცევის სტანდარტი

 

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – განსაკუთრებული დაინტერესებით არცერთს. ვეცნობი ძირითადად ახალ ამბებს

 

რადიო, რომელსაც უსმენთ - რადიოს  სმენა ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო ძალიან დიდხანს და ახლა აღარ ვუსმენ.

 

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ -დიდი ხანია, გაზეთი არ წამიკითხავს

 

რჩეული ონალინ გამოცემა - ჩემი სააგენტო „აიპრესი“

 

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - ალბათ, წამგებიანია

 

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – შეიძლება ითქვას, რომ მედია თავად გახდა პოლიტიკური გავლენის სუბიექტი

 

რა გაღზიანებთ? - ადამიანების დაპირისპირება

 

რა გახარებთ? - ბევრი რამ

 

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? -  ჩემი მხრიდან უპრობლემო

 

რას არ პატიობთ კოლეგას? – ჩემთვის დავიტოვებ

 

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - რამდენ ხანს იქნება საქართველოსთვის ნატოს კარი ღია

 

რას ნანობთ? - ხელიდან გაშვებულ შანსებს

 

რითი ხართ კმაყოფილი? - საკუთარი თავით

 

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – სამართლიანობა

 

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - ალბათ, კი.

 

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - ხალხი დაიღალა

 

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - ხალხთან ახლოს არავინ არ არის

 

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - ალბათ, სამივე ერთად

 

რა არის მედიასტანდარტი? - დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენისგან დაზღვევა

 

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - ვფიქრობ, ვიღაცეებს აღარ დააწიყდათ და ახალ თაობას უბრალოდ, დაუმალეს მისი არსებობა

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - არა

 

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - ალბათ, კოლეგიალობის დაუწერელი კანონი გულისხმობს

 

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - ადრე ნოდარ ტაბიძეს უწოდებდნენ, ახლა  არ ვიცი

 

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - მე არ მყავს

 

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - მეორე ჩაანაცვლა პირველმა

 

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - რასაც ხშირად ვხედავთ ტვ ზე. მოხდება ტრაგედია და მიკროფონს პირში უდებენ ჭირისუფალს

 

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - არსებობს ასეთი კითხვა?

 

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - არა მგონია

 

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - არ ვიცი, ალბათ, მიბაძვის ამბავია?

 

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - პირველი

 

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - ყველაფერი ობიექტური შეიძლება იყოს სუბიექტური

 

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - რა თქმა უნდა

 

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - მე დამთავრებული მაქვს  ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა