War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

დედა vs მამა?!

ნახვები: 917 დედა vs მამა?!
დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ეს შემზარავი კითხვა ჩემს თანატოლებს ალბათ გახსოვთ . აკრძალეთ ეს კითხვა, მისი დასმა დანაშაულია! აბნევს ბავშვს, ავიწროვებს მის თვალსაწიერს და აფრთხობს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კითხვა იუმორით არის დასმული, თუ არა!
ბავშვის აღზრდა არ არის მხოლოდ მოვალეობა – ეს არის ხელოვნება, სადაც დედისა და მამის ჩართულობის განსხვავებული სტილი ქმნის სრულყოფილ ჰარმონიას.
დედები უფრო ხშირად იყენებენ ავტორიტეტულ სტილს რაც ნიშნავს, მაღალ მხარდაჭერას და გადაჭარბებულ მოთხოვნებს, მამები კი ავტორიტარულს, რაც ნიშნავს მაღალ მოთხოვნებს და ნაკლებ ემოციურ ჩართულობას. დედის მხარდაჭერა ემოციური რეგულაციისთვის კრიტიკულია, ხოლო მამა ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.
მამების ჩართულობა თამაშში აუცილებელია და პროგნოზირებს ბავშვის სოციალურ-ემოციურ განვითარებას. მამების აქტიური მონაწილეობა ადრეულ ასაკში აუმჯობესებს ემოციურ რეგულაციას.
ბავშვის განვითარებაში ორივე მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა მათი გავლენა ხშირად განსხვავდება. ეს განსხვავება არ ნიშნავს, რომ ერთი უკეთესია მეორეზე – ისინი ერთმანეთს ავსებენ და ქმნიან ბალანსს.
დედა, როგორც წესი, არის ბავშვის „პირველი უსაფრთხო სივრცე“. მისი მზრუნველობა და სითბო აძლევს ბავშვს სტაბილურობას და ემოციურ მხარდაჭერას. მამა კი ხშირად ასოცირდება დამოუკიდებლობასთან. მამა ბავშვში აღვივებს გამბედაობას და თვითდაჯერებას. დედასთან თამაში უფრო მშვიდი და საგანმანათლებლო ხასიათისაა, ხოლო მამასთან – აქტიური, ენერგიული და ხშირად გამოწვევებით სავსე. ეს განსხვავება ბავშვს ეხმარება როგორც უსაფრთხოების განცდაში, ასევე რისკის აღების უნარის განვითარებაში. დედები ხშირად იყენებენ რბილ, ემოციურად დაკავშირებულ მიდგომას, ხოლო მამები უფრო მკაფიო წესებს. ორივე სტილი მნიშვნელოვანია: დედის მიდგომა აძლიერებს ემპათიას, ხოლო მამის მიდგომა – პასუხისმგებლობას. კვლევები აჩვენებს, რომ მამების ჩართულობა თამაშში და სწავლებაში პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ენობრივ და კოგნიტურ განვითარებას. დედის როლი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური სტაბილურობისთვის და სოციალური კავშირების განვითრებისთვის.
დედა და მამა განსხვავებულ, მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის ცხოვრებაში. დედა ხშირად არის ემოციური საყრდენი, ხოლო მამა – სტიმული დამოუკიდებლობისა და გამბედაობისთვის. მათი ერთობლივობა ქმნის გარემოს, სადაც ბავშვი იზრდება ჯანმრთელი, თავდაჯერებული და სოციალურად ადაპტირებული.
მნიშვნელოვანია, რომ დედა და მამა შეთანხმდნენ ძირითად წესებზე და დისციპლინის მიდგომაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი იბნევა და უსაფრთხოებას კარგავს. მამამ და დედამ შეიძლება თანაბრად ვერ დაუთმონ ბავშვს დრო, თუმცა პატარასთან თამაში, საუბარი და სწავლის პროცესში ორთავეს ჩართულობა აუცილებელია.
მიუხედავად განსხვავებული სტილისა, ორივე მშობელმა უნდა გამოხატოს ზომიერი სიყვარული და მხარდაჭერა. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ორივე მის გვერდითაა.
ზოგჯერ მშობოლებმა უნდა გაცვალონ როლები. მაგალითად დედა შეიძლება ჩაერთოს აქტიურ თამაშში, ხოლო მამა – მშვიდ, საგანმანათლებლო აქტივობაში. ეს აძლიერებს ბავშვის კრეატიულობას და ურთიერთობას ორივე მშობელთან. მშობლებს შორის შეთანხმებული მიდგომა ქმნის სტაბილურ გარემოს ბავშვისთვის.
და რაც ყველაზე მთვარია, არასდროს დააყენოთ ბავშვი არჩევანის წინაშე: დედა vs მამა!
 
ავტორი: მაგდა კოტრიკაძე
ფსიქოთერაპევტი
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა