მაიკლ როთი - თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, იბრძვით ევროპისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის
Russia’s combat losses in Ukraine up 1,300 in past day
Border guards hit Russian trucks, positions near Bakhmut
By supporting Ukrainian industry, EU can directly finance Ukrainian defenses - Borrell
U.S. working with European allies to increase resilience to Russia's hybrid actions - White House
Ukraine downs 13 Russian kamikaze drones overnight Wednesday
PM Shmyhal, EU leaders discuss provision of air defense systems to Ukraine
EU’s Borrell once again calls on EU countries to unblock military aid for Ukraine

დათო გამცემლიძე

06.06.2023 | 10:33 ნახვები: 2345

სახელი, გვარი - დათო გამცემლიძე

დაბადების წელი - 1964

მედიასაშუალება - Radio free Europe Radio Liberty 1995 წლიდან - დღემდე

პოზიცია - კორესპონდენტი

მედიასაშუაელები, სადაც გიმუშავნიათ - ხვადასხვა დროს ვაქვეყნებდი სტატიებს და ვთანამშრომლობდი გაზეთებთან: ივერია-ექსპრესი”,       “7 დღე”, “მსგეფსი”, “თემი”, “დროება”, “კვირიონი”, “მიმომხილველი”, “საქართველოს რესპუბლიკა”, “Свободная Грузия”, “Независимая Газета”, “Коммерсант”, “მოქალაქე”, “მერიდიანი”, “დილის გაზეთი”, “დრონი”, “ალია”, “24 საათი და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოსთან.

თქვენი პირველი დღე მედიაში? - “ივერია ექსპრესი” 9 თებერვალი 1993წ

თქვენი პირველი მასალა? - სტატია “კავკასიური კვანძი”

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - მედია საერთოდ არა გვაქვს; ყოველ შემთხვევაში არაბეჭდური; მედია უკავშირდება ტერმინსა და ცნებას “მედიატორი”. გვაქვს “პრო” და “კონტრა” ჟურნალისტიკა. ეს მედია არ არის.

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - მშვიდი და პროფესიული არამიკერძოებული ჟურნალისტიკა, რომელიც არა გვაქვს. 

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - გია ნოდიას, თორნიკე შარაშენიძეს, იოსებ ცინცაძეს, ლევან ბერძენიშვილს, დავით ბერძენიშვილს

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - ინტერვიუ სერგო ბერიასთან თბილისში.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედია საქმიანობაში? - ჩემს საქმიანობაში -  2011 წლის 26 მაისი

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - 1995 წლის 26 აგვისტო, როდესაც მუშაობა დავიწყე რადიო “თავისუფლებაში” და ჩავწერე ტელეფონით პირველი რეპორტაჟი

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - ქვეყნის ინტერესები. მაგალითად დამავალეს დამეწერა ავადსახსენებელ “კოდორის სპეცოპერაციაზე” 2007 წელს და არ დავწერე. თუმცა ზოგი რამ ვიცოდი.

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – პირველი არ ვყოფილვარ და არც ვისწრაფი. ზოგადად არა ვარ ამბიციური ადამიანი

ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - პრეზიდენტი  სააკაშვილი 

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - რა თქმა უნდა ედუარდ შევარდნაძე და მისი ხელისუფლება

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს” თუ რესპონდენტი? – ჟურნალისტი უფრო. შესაძლებლობები ამოუწურავია

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - მარგარიტა სიმონიანი

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? - 1993 წელს, როცა ციხიდან გამოვაშვებინე “იბერია-სპექტრის” რედაქტორი გოცირიძე

რაზე გწყდებათ გული? - რომ დაიხურა Radio France International რედაქცია, რომელთანაც ვთანამშრომლობდი წარმატებით

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? - ისევ იმ და ისეთ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ბათუმში რუსმა დივერსანტებმა ააფეთქეს ქართული სპეცდანის ხელმძღვანელი  

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა”? – 1990 იანი წლები ერასტი კიწმარიშვილის “რუსთავი-2”ის წარმოყინჩებამდე, როცა გაზეთს, ბეჭდურ სიტყვას ბევრად მეტი ფასი ჰქონდა. დაბეჭდილი სიტყვა სხვა არის, მოსმენილი- სხვა. ამერიკელები ტელევიზიას უწოდებენ “საღეჭ რეზინას თვალებისა და ყურებისათვის”.

რისი გეშინიათ? – რომ ვეღარ ვწერო და რეპორტაჟები ვეღარ მოვამზადო

„დაინგრა” თუ „აშენდა”, რომელს ტრნასლირებთ პირველს? - აშენდა, თუ აშენდება

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? - რა თქმა უნდა ნეგატივი. ის უკეთ იყიდება ყველგან, სადაც მისი სარფიანად “გაყიდვის” უფლებას აძლევენ.

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? – აბსოლუტური.

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - უკომენტაროდ 

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – სკანდალიზმი. ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში -  თითოდან გამოწოვილი

რა აკლია ქართულ მედიას? – ის, რომ იგი არ არის მედია, როგორც მოგახსენეთ

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? - უკომენტაროდ

რადიო, რომელსაც უსმენთ - სამწუხაროდ, რადიოს მოსმენის საშუალება არა მაქვს.  

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - ვეღარ ვკითხულობ გაზეთებს 1990-იანი წლების შემდეგ

რჩეული ონალინ გამოცემა - interpressnews

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? – რას ბრძანებთ, სულაც არ გაურბის. სხვა შემთხევვაში ამ პატარა და ღარიბ ქვეყანაში ხუთი  უმდიდრესი საერთონაციონალური ტელევიზია ვერ გვექნებოდა 

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში  პოლიტიკური გავლენა? –აბსოლუტური დოზით

რა გაღიზიანებთ? - მაყურებლის ტვინის რეცხვა და განსაკუთრებით ხსენებული “სკანდალიზმი“  

რა გახარებთ? - მშვიდობა და კვლავაც მშვიდობა.

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? – ჩემს რედაქციაში კონკურენტი არ მყავს 

რას არ პატიობთ  კოლეგას? - ქედმაღლობას

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - როგორ შეიძლებოდა 2008 წლის 8 აგვისტოს იმ კადრების გაშვება ეთერში, თუ როგორ ბომბავენ ქართული არმიის ზალპური ცეცხლის დანადგარები ცხინვალს?

ეს იყო საუკუნის ნაძირლობა, რომელსაც ქართული ტელე-ჟურნალისტიკა ვერასდროს ჩამოირეცხავს, რადგან ეს კადრები რუსეთის ხელისუფლებამ და კრემლის  გველ-პროპაგანდისტებმა წარმატებით გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთში და მოიგეს კიდეც საინფორმაციო ომი. თავს ნუ მოვიტყუებთ ხაზგასმით ვამბობ: ეს არ ყოფილა შეცდომა. ეს იყო ნაძირლობა -  გამომდინარე იმავე “სკანდალიზმის” ბნელი და ტლუ ინსტინქტიდან

რას ნანობთ? – რომ მეტი არაფერი შემეძლო 2008 წელს

რითი ხართ კმაყოფილი? – რომ ნაყოფიერად ვაკეთებდი და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. 

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – უკომენტაროდ

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? – არა. ბევრს ჰგონია, რომ ჟურნალისტიკა რაღაც “საზოგადოებრივ სიკეთეს” ემსახურება. სინამდვილეში ჟურნალისტიკა, ჩემი აზრით ემსახურება ერთადერთ “აღთქმას”: მიაწოდოს ადამიანს, პიროვნებას ინფორმაცია, რათა მან თავად გააკეთოს დასკვნა. სოციალურ ღირებულებების დაცვა პიროვნების ამოცანაა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით და მისი შინაგანი რწმენით 

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? – მიკერძოების გამო. ძირითადად ტელეჟურნალისტიკისა.

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - ზოგადად არ ვიცი რა არის “ხალხი” ან “საზოგადოება”. არსებობს ადამიანი და პიროვნება. ეს ჩემი აზრია.

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - ჩვენში სკანდალიზმი და პოლიტიკური ინსტრუმენტი

რა არის მედიასტანდარტი? – ის, რაც დაამკვიდრა ევროპამ მკაცრი რეგულაციებით ამ სფეროში, რომლებიც ჩვენში არ არსებობს და იმიტომაც გვაქვს ის, რაც გვაქვს.

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? – იმიტომ, რომ არავინ და არაფერი მოითხოვს ჩვენში ამ სტანდარტს

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? – უკომენტაროდ

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - ამქარია და ეს ალბათ სწორიცაა

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? – უკომენტაროდ

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები”? - უკომენტაროდ

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალისტიკა? – რეიტინგი ჟურნალისტიკა არ არის - სკანდალიზმია

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? – პირში მიკროფონი არ უნდა ჩათხაროს რესპონდენტს და ოჯახში არ უნდა მიუვარდეს

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? – პირადულზე

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - პროფესიონალიზმი. ეს არის და ეს. 

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - იმიტომ, რომ საერთო წყაროებიდან იკვებებიან

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - ადამიანის, პიროვნების ინფორმირება, რათა მან გააკეთოს დასკვნა. პროპაგანდა ჟურნალისტიკა არ არის. როგორც “პრო” არ არის ასევე “ანტიც” არ არის. პროპაგანდა მხოლოდ “პრო” როდია. პროპაგანდა სახელისუფლებოც შეიძლება იყოს და ოპოზიციურიც. ჩემთვის ერთნაირად გულმზიდავია ორივე.

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? – არსებობს ობიექტური ჟურნალისტიკა, მაგრამ არ არსებობს არატენდენციური ჟურნალისტიკა. ტენდენციურობა სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში ნორმალურია. ოღონდ არა ფაქტების ხარჯზე.

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშულებით? - იმ საკითხზე და თემაზე, სადაც მედიატორობას ცდილობს - არა.

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? – რა თქმა უნდა! ოღონდ არა მონოპოლიის დათქმით ჟურნალისტობაზე. მე მაგალითად განათლებით ისტორიკოსი ვარ.

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა