გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია

ნახვები: 910 მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
მსოფლიოში, ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია - მინდა გახსოვდეთ! რომ სიტყვიერი ძალადობაც ძალადობის ირიბი ფორმაა და თქვენს ფსიქიკას უდიდეს ზიანს აყენებს!
როდესაც ძალადობის ეპიზოდი ვრცელდება მედიაში, ხშირად ვუსვამ თავს შეკითხვას: რას მიჰყავს ადამიანი ძალადობის და რა ასტიმულებს ამ ქცევას? ამ კითხვაზე საპასუხოდ არსებობს არაერთი თეოერია, რომელიც ძალადობას ხსნის და განმარტავს ამ ტიპის ქცევას, გამომწვევ მიზეზებს და სავალალო შედეგებს.
მაგალითად სოციალური სწავლების თეორია (Social Learning Theory) ამბობს, რომ ადამიანები სწავლობენ ძალადობრივ ქცევას დაკვირვებითა და იმიტაციით, განსაკუთრებით ბავშვობაში. ბავშვი ოჯახურ ძალადობას აღიქვამს ნორმად და შემდეგ ამ ქცევას აკოპირებს პირად გამოცდილებაში. სტრესისა და აგრესიის თეორია ეკონომიკური პრობლემებს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ უმუშევრობა ზრდის აგრესიის ალბათობას. ამ შემთხვევაში, აგრესია ხშირად ხდება ერთგვარი სტრესიდან დაღწევის გზა. ფემინისტური თეორია განიხილვას საკითხს როგორც პატრიარქალური სისტემის შედეგს, რომელშიც მამაკაცები ცდილობენ ქალებზე კონტროლის შენარჩუნებას. ამ გზით, ისინი მასკულინურ პოტენციალს აჩვენებენ. ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური თეორიების ზოგი კვლევა კი მიუთითებს გენეტიკურ და ნეირობიოლოგიურ ფაქტორებზე, ასევე ფსიქიკური აშლილობებზე.
ძალადობის შედეგები სახიფათო და მრავალფეროვანია: ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი: ტრავმები, დეპრესია, PTSD. ეკონომიკური ზიანი: სამუშაოს დაკარგვა, ფინანსური დამოკიდებულება. სოციალური შედეგები: იზოლაცია, ბავშვებზე ნეგატიური გავლენა. ჯანმრთელობის პრობლემები: ქრონიკული დაავადებები, ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარება.
WHO-ის მონაცემებით დაახლოებით ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას პარტნიორისგან. UN Women-ის კვლევის მიხედვით, COVID-19-ის პერიოდში ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა 20-30%-ით ბევრ ქვეყანაში. ევროპის ქვეყნებში საშუალოდ 22%-დან 33%-მდე ქალები აცხადებენ, რომ განიცადეს პარტნიორიგან ძალადობა. საქართველოში, კი ბოლო წლებში ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს შემთხვევების ზრდას, რაც შეიძლება ასევე იყოს გაუმჯობესებული ტატისტიკური აღრიცხვის შედეგი. თუმცა, შემთხვევები უკეთ შუქდება, იდენტიფიცირდება და მათი არსებობის უგულებელყოფა შეუძლლებელია.
მსვერპლის ფსიქოლოგია ძალიან კომპლექსური თემაა, რადგან ძალადობის გამოცდილება გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ, კოგნიტურ და ქცევით სფეროებზე. აქ არის ძირითადი ნიუანსები: ტრავმის გავლენა - მსვერპლი ხშირად განიცდის პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. შეიძლება განვითარდეს დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, სოციალური იზოლაცია. დასწავლის უუნარობა -განმეორებითი ძალადობის ფონზე მსვერპლი იწყებს ფიქრს, რომ ვერაფერს შეცვლის. ეს იწვევს პასიურობას, გაქცევის ან დახმარების ძიების უუნარობას. ემოციური დამოკიდებულება - ხშირად მსვერპლი რჩება მოძალადესთან ემოციური, ფინანსური ან სოციალური დამოკიდებულების გამო. ასევე ძლიერი ემოციური კავშირი მოძალადესთან, რომელიც რთულად ირღვევა. ხშირია, დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი. მაგალითად, მსვერპლი შეიძლება დამნაშავედ განიცდებოდეს, რაც დახმარების თხოვნაში ხელს უშლის. და რა თქმა უნდა ბავშვობაში მათ ჰქონდათ ტრვამული გამოცდილება შეიძლება განვითარდეს შფოთვა და აგრესია.
გამოსავალი რა თქმა უნდა ჩვენშია, ავარიდოთ შვილებს ძალადობასთან შეხება, ვემეგობროთ და ვიყოთ მათთვის დასაყრდენი, სასურველია ავარიდოთ ძალადობრივი ფილმები და სიახლეები რომელიც სამწუხაროდ მრავლადაა მედიაში და დიდ გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე. მისი დრო დავაკავოთ სასარგებლო ქცევებით, სპორტით, ენერგიის გამოშვების რესურსი მივცეთ. სპორტი,- სოციალური აგრესიის თავიდან არიდების საუკეთესო გზაა! ხოლო ზრდასრულებმა საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ სამართალდამცავებს, გავერიდოთ მოძალადეს. მინდა გახსოვდეთ, რომ სიტყვიერი ძალადობაც ძალადობაა და თქვენს ფსიქიკას უდიდეს ზიანს აყენებს!
 
ავტორი: მაგდა კოტრიკაძე
ფსიქოთერაპევთი
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა