გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა

ნახვები: 264 ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ, ღარიბაშვილმა მოკლედ უპასუხა: „არა“.

სხდომაზე მოსამართლესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის მცირე სიტყვიერი დიალოგიც გაიმართა. კითხვაზე, სრულყოფილად ფლობდა თუ არა ქართულ ენას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ცდილობს“, რის გამოც მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა.

„ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში ჩავჯდეთ“, – მიმართა თამარ მჭედლიშვილმა ღარიბაშვილს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს პირველად ესწრება თავად ბრალდებულიც.

სასამართლო დარბაზში იმყოფებიან ღარიბაშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი, შვილი, ცოლისძმა ალექსანდრე თამაზაშვილი და ბიძა ზურა გონაშვილი. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე.

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ღარიბაშვილი უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა