გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს

ნახვები: 189 ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და სასამართლო პროცესის საჯაროდ ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას განაცხადა.

ღარიბაშვილი ბრალდების მხარის შუამდგომლობას დაუპირისპირდა, რომელიც სასამართლო სხდომის დახურვას ითვალისწინებს. მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა თხოვნით, პროცესი საჯარო და გამჭვირვალე დარჩეს.

„მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სხდომაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საკითხზე დამატებითი განმარტების გაკეთებაც სცადა, თუმცა მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სხდომის დახურვის საკითხი განიხილებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. აღნიშნული ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გაამკაცრე სათაური და პირველი აბზაციშეამცირე ციტატის გამეორებები
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა