რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ნახვები: 239 ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

 

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ლარის პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ საპილოტე ხასიათისაა და მისი სრულმასშტაბიანი გამოშვება უახლოეს წლებში არ იგეგმება. ამასთან, კანონმდებლობით შენარჩუნებულია ლარის ნაღდი ფორმით გამოშვება.

ეროვნული ბანკის განმარტებით, პარლამენტის მიერ გასულ კვირას დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ფორმის ფულის საყოველთაო გამოყენება დაიწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, უახლოეს წლებში ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებას, რაც ხაზგასმულია კიდეც შესაბამისი ორგანული კანონის განმარტებით ბარათში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი ხაზს უსვამს, რომ ახალი კანონმდებლობით ნაღდი ლარის გამოშვება კვლავ შენარჩუნებულია.

უწყების ინფორმაციით, საპილოტე პროექტის მიზანია ციფრული ვალუტის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოცდა და იმის შეფასება, რა პრაქტიკული სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის.

„ციფრული ლარის საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლას, გამოცდასა და იმის შეფასებას, თუ რა პრაქტიკული სარგებელი შეიძლება შექმნას ციფრულმა ვალუტამ მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის“, – განმარტავს ეროვნული ბანკი.

განცხადებაში საუბარია კერძო ციფრულ აქტივებსა და ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას შორის განსხვავებაზეც.

ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოში უკვე გამოიყენება ისეთი ციფრული აქტივები, როგორებიცაა USDT და USDC. ისინი კერძო ემიტენტების მიერ გამოშვებული, უცხოურ ვალუტაზე მიბმული სტაბილქოინებია, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებსა და ციფრული აქტივებით ვაჭრობაში გამოიყენება.

ამისგან განსხვავებით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა უშუალოდ ცენტრალური ბანკის მიერ გამოიცემა და მის მიერ არის უზრუნველყოფილი.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყანა ციფრული ვალუტების განვითარების განსხვავებულ მიდგომას ირჩევს. მისი განმარტებით, აშშ-ის პოლიტიკა ძირითადად კერძო სტაბილქოინების განვითარებაზეა ორიენტირებული, ხოლო ევროკავშირი კერძო ციფრული ვალუტების პარალელურად ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებასაც უჭერს მხარს.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, სწორედ ამ უკანასკნელ მიდგომას იზიარებს და ციფრული ლარის ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლას აგრძელებს.

ამასთან, უწყება განმარტავს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კერძო სექტორის მიერ გამოშვებულ ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობასაც არეგულირებს, მათ შორის სტაბილქოინების გამოშვებისა და უზრუნველყოფის საკითხებს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს მიზანია ფინანსური ინოვაციების უსაფრთხო განვითარება და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

ამრიგად, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის საპილოტე პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა მისი საყოველთაო დანერგვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა