სახელი, გვარი - ჯენი კვანტალიანი
დაბადების წელი - 1986
მედიასაშუალება - აჭარის ტელევიზია
პოზიცია - ახალი ამბების ჟურნალისტი
მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ - , “აჭარის ტელევიზია”, გაზეთი “ქუთაისური ვერსია”, ჟურნალი “ჩვენებურები”, გაზეთი “თეატრალური ქუთაისი”, რადიო “ივერიონი”, Tv “რიონი”
თქვენი პირველი დღე მედიაში? - საინტერესო და მღელვარებით სავსე იყო
თქვენი პირველი მასალა? - ხელოვანზე, რომელიც მუსიკალურ სასმისებს ამზადებდა ხისგან, განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ეს მასალა, მაშინ 17 წლის ვიყავი.
არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - მინდა რომ იყოს
რა არის საზოგადოების დაკვეთა? - რასაც ეკრანზე, ონლაინ პლათფორმებზე ვხედავთ.
ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ყველას, ვინც ზედაპირული და დემაგოგი არ არის.
რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - თამბაქოს კონტრაბანდა სარფის საზღვრიდან, თურქი მებაჟეების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე ძალის გადამეტების ფაქტი და სხვა რამდენიმე გამორჩეულად დასამახსოვრებელი და ექსკლუზიური მასალა.
რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გაშუქება და დაღუპულთა ნანგრევებიდან ამოყვანის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება.
რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - შოვის ტრაგედიისას, გადარჩენილთა შესახებ ამბები იყო ის, რაც დიდი ტკივილის ფონზე შვებას მგვრიდა.
რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - სიტუაციას გააჩნია
რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – იყო მართალი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო პირველი და დაშვებული შეცდომის გამო რეპუტაცია შელახო.
ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - არ მახსენდება ასეთი
რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - ერთი შეფასებით არცერთი, არიან ცალკეული რესპონდენტები
მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპონდენტი? – ჟურნალისტი
ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - არ ვიტყვი საჯაროდ, არ ვთანამშრომლობ
რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – არ ვსარგებლობ
რაზე გწყდებათ გული? - ბევრ რამეზე, ძალიან ბევრზე…
რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – ტყუილს
რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – იყო კი ასეთი აქამდე? იმედია, მომავალში იქნება…
რისი გეშინიათ? – პროფესიაში არაფრის
„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – დაინგრა, ვინაიდან აშენება ძირითადად რომელიმე კომპანიის/პირის პიარია, დანგრევა არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების შედეგი.
რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი ჭარბობს, ფაქტია
როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - უხარისხოა
ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ყველა კოლეგას ვაფასებ, ვინც კოლეგებს არ “აშავებს”
რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – ისტერია
რა აკლია ქართულ მედიას? – დაბალანსებული ინფორმაციები
რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – ერთეულებს
გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - გაზეთს არა, ონლაინ გამოცემებს ვკითხულობ, რადიოს უკვე იშვიათად ვუსმენ…
რჩეული ონალინ გამოცემა - ვერ გამოვყოფ, არის ერთეულები, ვისაც შედარებით ვენდობი
რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - თავად ბიზნესმენებს უნდა ვკითხოთ
რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – იმაზე მეტით, ვიდრე წარმოგვიდგენია
რა გაღიზიანებთ? - ტყუილების ტირაჟირება
რა გახარებთ? - პროფესიაში, მომავლის იმედი
როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? - კოლეგიალური
რას არ პატიობთ კოლეგას? – კოლეგებზე თავდასხმას, პირადად თუ მომზადებული მასალით
კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - არის რამდენიმე
რას ნანობთ? - წლებს
რითი ხართ კმაყოფილი? - იმ მოგვარებული პრობლემებით, რომელიც ჩემს მიერ მომზადებული მასალების შემდეგ შესაძლებელი გახდა.
რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – სამართლიანობას ახლავს სიმართლეც
იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - მეტნაკლებად
რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - უმჯობესია მათ გვითხრან რატომ
არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - როცა ხალხი სჭირდებათ, კი
მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - დღეს ყველაფერია უკვე
რა არის მედიასტანდარტი? - ის რაც დარღვეულია
რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - არ დავიწყებია, ახსოვს…
შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - არ დავასახელებ
რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - ასეც უნდა იყოს, რას მოიტანს კოლეგიალური დაპირისპირება?
ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - არ მახსენდება
რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - ასეთიც არის?
რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - ორივე
რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - ღირსება არ უნდა დაკარგო
რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - ყველა კითხვა უნდა დასვას, რაც პირად სივრცეს და პერსონალურ ინფორმაციას არ ეხება.
არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - წესით კი
რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - ვფიქრობ, არ ჰგავს
რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოებას მოუყვეს რეალური, დაბალანსებული ამბავი ისტერიკის და პირადი მოსაზრების გარეშე
საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - პირველი
არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - მინდა , რომ არსებობდეს
აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - მე არ გამოვთქვამ, სხვამ თავის ქმედებაზე ისაუბროს
უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - უკვე აღარ, ყველა მოქალაქეს შეუძლია გახდეს უკვე ჟურნალისტი. დღევანდელ რეალობაში, ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებზე ადრე, სწორედ მოქალაქეების მიერ ვრცელდება.