კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო

ნახვები: 536 ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ერთი მილიონი ლარის გირაოს თანხა ქონებით უზრუნველყო.

შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა დაუდასტურა.

ადვოკატის ცნობით, გირაოს უზრუნველყოფა მოხდა მოსეშვილის #10-ში მდებარე ირაკლი ღარიბაშვილის ქონებით, რომელშიც ის ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

„როგორც იცით აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეეფარდა გირაო ერთი მილიონი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესატანად. ამ გირაოს დაფარვა თანხით არ მომხდარა. მისი სახლი, მოსეშვილის #10-ში, სადაც ის თავად ცხოვრობს ოჯახით, აუდიტმა შეაფასა. ეს უძრავი ქონება შეფასდა მილიონზე მეტად და სწორედ ეს ქონება ჩაიდო. კანონი ითვალისწინებს ამას. შესაძლებელია როგორც თანხით, ასევე ქონებით იქნას უზრუნველყოფილი. ეს დათქმა პროკურატურამ შეიტანა სასამართლოში და განჩინებაში მიუთითა.

ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას არ უწევს, ის კანონმორჩილი ადამიანია. არც ქვეყნის დატოვებას აპირებს და მზად არის თუ გამოძიებას ექნება რაიმე კითხვა, უპასუხოს. თუმცა ამ ეტაპამდე, გარდა იმ ჩვენებისა, რომელიც მისცა ბრალის წარდგენის დროს, მისთვის არ დაუსვამთ კითხვა, გამოკითხული არ ყოფილა“,- განაცხადა ლილი გელაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო 24 ოქტომბერს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა