კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!

ნახვები: 227 კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმის შემდეგ ამხნევებს.

რონალდომ ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ მიმართა და მოუწოდა, რთული პერიოდის მიუხედავად, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა არ დაკარგოს.

„ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ხვიჩა, მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს გრძნობა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და ნუ მისცემ ერთ რთულ პერიოდს უფლებას, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოს.

შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!“ – დაწერა რონალდომ.

მანამდე ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩის დროს მიღებულ ტრავმას გამოეხმაურა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა. არ გიღალატებთ, პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით“, – დაწერა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს „ბარსელონასთან“ შეხვედრისას ჯვარედინი მყესები გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა