თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ტრენინგი ჩატარდა
პრეზიდენტმა გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სისტემური საარჩევნო დარღვევების საკითხი განიხილა
დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა
თამარ კორძაია - თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან
დიდი ბრიტანეთის პრემიერი - პუტინს კიდევ ერთხელ ვეტყვი: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან
ცესკო პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ლევან ბეჟაშვილი - თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება
ბერდია სიჭინავა - არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენ ვიბრძოდით

კოკა კვირკველია

13.06.2023 ნახვები: 2174

სახელი, გვარი - კოკა კვირკველია

 

დაბადების წელი -  1980 წელი

 

მედიასაშუალება - პალიტრა მედია

 

პოზიცია - პოლიტიკური გადაცემის და საინფორმაციოს წამყვანი, ვებ-ის ჟურნალსიტი და რედაქტორი, რადიოს პროგრმების ხელმძღვანელი

 

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ -ტელეკომპანია ოდიში, რადიო ოდიში პლიუსი, რადიო ევრაზია, ბოლო 15 წელია ვარ პალიტრა მედიაში

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? – 1998 წლის 31 მაისი

 

თქვენი პირველი მასალა? - მუსიკალური გადაცემის წაყვანა რადიო ევრაზიის ეთერში

 

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - მაინც ვფიქრობ რომ არის, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციურად სუსტია ვიდრე დანარჩენი სამი

 

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, მათ პრობლემებზე მსჯელობა და მოგავრების გზების ძიება

 

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ბევრია ასეთი როგორც პოლიტკოსებში ასევე ექსპერტებში, მყავს რჩეულებიც, თუმცა არ ღირს გამოყოფა რომ არ გამომრჩეს ვინმე

 

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - იყო ასეთი რამდენიმე, ჩემი პოლიტკური გადაცემა დილას გადიოდა ეთერში, ასე რომ იქ გაცხადებული ინფორმაციები არაერთხელ გამხდარა დღის თემა

 

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - არ ვიქნები გამორჩეული, ეს იყო 5 ივლისი, როცა მედიას ფიზიკურად გაუსწრდნენ ორკები

 

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - ასეთი წარსულში ბევრი იყო, იმედი მაქვს მომავალში უფრო დიდი მელოდება, როცა ვნახავ გამართულ და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებულ ჩვენს ქვეყანას.

 

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - პირადი სივრცე, არ უნდა შელახო არაფრისთვის ადამიანების პირადი სივრცე, ვინ სად ირუჯება და ვინ რა ფორმით იკვებება ეს მედიის განსახილველი თემა არ უნდა იყოს. ამით ტაბლოიდებს შეუძლიათ დაკავდეს

 

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – ალბათ უფრო მეორე

 

ვინ არის რესპოდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - გახარიასთან ვცდილობდი  ბოლოს და არ დამცალდა. მიშასთანაც ჩავწერდი სიამოვნებით. პრემიერი, მერი და პრეზიდენტი არც კი მიცდია. დანარჩენი ლიდერები ვფიქრობ ვინც მაინტერესებდა ყველა მყავდა მოწვეული და მადლობა მათ ამისთვის

 

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? – ბოიკოტი მაშინაც იყო და ახლაც, უბრალოდ ეს ნაკლებად  ხისტია

 

მასალას ჟურნალისტიაკეთებსთუ რესპოდენტი? – საბოლოოდ მაინც ჟურნალისტი, თუმცა რესპოდენტის როლი დიდია.

 

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? – შალვა რამიშვილი და მისი მედია.

 

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – არ მახსენდება ასეთი.

 

რაზე გწყდებათ გული? – ქვეყანა რომ წრეზე ტრიალებს და უდროო დროს უადგილო პოლემიკები გვაქვს

 

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – პერსონალურს.

 

რომელია ქართული მედიისოქროს ხანა“? – გვქონდა რო? მემგონი წინ გვაქვს ეს დრო. ჯერ ჩვენც ვიზრდებით.

 

რისი გეშინიათ? – ქვეყნის „გარუსების“

 

დაინგრათუაშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – გააჩნია მასშტაბს.

 

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – გაყოფილია, გააჩნია რომელ არხს უყრუებ, სადღაც მეტი ნეგატივია, სადღაც მეტად პოზიტივი.

 

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - საშუალო.

 

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ბევრია ასეთი, ჩემი მედიის კოლეგებს ვაფასებ, მომწონდა ირაკლი აბსანძის მომზადებული ინტერვიუები, ასევე ირაკლი იმნაიშვილის საინტერესო გადაცემები, მომწონს ჟიჟი, დიანა, თამუნა ჩიხლაძე, რადიო თავისუფლების ჟურნალსიტური პროდუქტები მთლიანად.

 

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – აგრესიული ტონი და პოლიტიკა

 

რა აკლია ქართულ მედიას? – საბოლოო ჯამში ალბათ მაინც ხარისხი

 

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – ძირითადად პალიტრას, ფორმულას, ტვ-პირველს, პირველ არხს,ზოგჯერ რუსთავი 2-ს.

 

რადიო, რომელსაც უსმენთ - მხოლოდ პალიტრას. დრო არ მაქვს სხვა რადიოების მოსასმენად

 

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - არცერთი

 

რჩეული ონალინ გამოცემა -  ინტერპრესნიუსი როგორც ახალი ამბების ნომერ პირველი სააგენტო, რადიო თავისუფლება, ნეტგაზეთი, კვირის პალიტრის ვებ-გვერდი.

 

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? – ხარჯი არ უნდათ და მმართველების გაბრაზებას ერიდებიან ალბათ. ჰგონიათ, რომ დასჯიან და პრობლემები ექნებათ

 

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – დიდი დოზით

 

რა აღიზიანებ? -  პროპგანდა

 

რა გახარებთ? - ბევრი რამ და ჩემი ოპტიმიზმიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ უფრო მეტადაც გავიხარებთ. იმედია მალე.

 

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? -  ჯანსაღი და მეგობრული

 

რას არ პატიობთ კოლეგას? – პრპაგანდას, მიზანმიმართულ ტყუილს

 

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - მტკიცედ არგუმენტირებულად ამ დრომდე არვიცი რატომ დამიხურეს გადაცემა

 

რას ნანობ? – წარსულზე როგორც წესი არ ვდარდობ, რასაც არ ეშველება იმაზე სინანული და ნერვიულობა არ ღირს.

 

რითი ხართ კმაყოფილი? – საქმეში კმაყოფილების მცნება ძალიან ფართოა, ამიტომ ალბათ მე უკამყოფილოებში უფრო ვარ, პირადში კი ბევრი რამით

 

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – ორივე

 

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? – გააჩნია ვინ. ზოგიერთი ალბათ გადამეტებულადაც, ზოგი კი პირიქით ვერც აცნობიერებს.

 

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? – ასე ვერ ვიტყოდი, ხალხის აზრი გაყოფილია და მათ აქვთ არჩევანი გაკეთებული ვის ენდობიან და ვის არა. პოლარიზების ერთ-ერთი გამოვლინება ესეცაა.

 

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? – მეტნაკლებად. გააჩნია რომელ მხარეს დგას რომელი მედია.

 

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? – ყველაზე ნაკლებად ალბათ ბიზნესი. დანარჩენი კი ცოტცოტა.

 

რა არის მედიასტანდარტი? - ობიექტურობა, გადამოწმებული ამბავი, სისწრაფე.

 

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? – იმიტომ რომ უმეტესობას პოლიტკური ინტერესი აქვს, ასეთ დროს სტანდარტი ნაკლებად ადარდებს

 

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - კოლეგა არვიცი რამდენად არის, მაგრამ ალბათ შალვა რამიშვილი, ის ტოქსიკურია. ასევე საერთოდ არ უნდა მაუწყებლობდნენ პრორუსული და ანტიეროვნული არხები.

 

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - ჰგონიათ რომ წინ დახვდებათ, ან ურბალოდ ფიქრობენ რომ არაკოლეგიალურია. ზოგადად ჯობია ყველამ ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი.

 

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? – ასეთი ტიტულში გავლენებს თუ ვიგუსლიხმებთ, არის რამდენიმე - გვრამია, იგივე რამიშვილი, ინგა გრიგოლია. თუმცა თუ უმაღლეს სტანდარტს და გაკეთებული საქმეების მიხედვით შევაფასებთ, ვერ ვიტყვი რომ ასეთები გვყავს, თუმცა ძალიან ძიერი ჟურნალისტები ნამდვილად გვყავს

 

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? – იმიტომ რომ ჩვენ ვხდით მშობლებად

 

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - დღევანდელობაში რეიტინგს გაეკიდა ყველა, მას მოაქვს რეკლამა და შესაბამისად ფული. აკადემიურობასაც გააჩნია, ის რაღაც მომენტში მოსაწყენიც კი შეიძლება გახდეს. თუმცა ჟურნალისტის კვალიფიკაცია აუცილებლად უნდა ჩანდეს.

 

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - სულში არ ჩაუძვრე და ხელები არ აფათურო იქ სადაც არაფერი გესაქმება

 

რა კითხვა არ უნდა დასვას ჟურნალისტმა? – ბევრია ასეთი.

 

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? – მეინსტრიმ მედიებში ისე მართლა გავს. ვიღაცის მიერ შემოტანილია და ალბათ ამართლებს. ეს მენეჯერებს უნდა ვკითხოთ

 

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - რა კითხვა უნდა ამას.

 

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - როგორ არა, თავად სიტყვა გვეუბნება, ინტერესების გარეშე ინფორმაციის მიწოდებას.

 

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - ახალ ამბებში არც წამყვანს და არც კორესპოდენტს ჩართვისას არა, ეს გამაღიზიანებელია, ხოლო საავტორო გადაცემაში რა თქმა უნდა, კი, თუმცა ისიც დოზირებულად.

 

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - კი. მიუხედავად იმისა, რომ მე ისტორის ფაკულტეტი დავამთავრე, ალბათ აჯობებდა იმ პროფესიით მესწავლა რომელშიც დღეს ვმუშაობ, თუმცა მაშინ მედიაზე არც კი ვფიქრობდი.

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა