მუშების თავისუფალი გადაადგილება წარმოადგენს ხელშეუხებელ და დაცულ პრინციპს ევროკავშირში. იგი რეგულირდება ევროკავშირის პირველადი სამართლით (ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებით/ლისაბონის ხელშეკრულებით), ევროკავშირის მეორადი სამართლებრივი აქტებითა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (CJEU) პრაქტიკით.
მუშახელის გადაადგილების თავისუფლების ფარგლებში, ევროკავშირის მოქალაქეებს ენიჭებათ შემდეგი უფლებები:
მუშების თავისუფალი გადაადგილების პრინციპი ზოგადი წესით ვრცელდება ევროპული ეკონომიკური სივრცის ქვეყნებზეც (ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია). ცალკეული პროფესიების წარმომადგენლებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს პროფესიული კვალიფიკაციების აღიარება.
ვის შეუძლია სარგებლობა ამ მუშების გადაადგილების თავისუფლებით?
აღსანიშნავია, რომ უფლებები გარკვეულწილად განსხვავდება პირებისთვის, რომლებიც გეგმავენ თვითდასაქმებას, ასევე სტუდენტებისთვის, პენსიონრებისთვის და სხვა ეკონომიკურად არააქტიური პირებისთვის.
რა შეზღუდვები არსებობს მუშების გადაადგილების თავისუფლებაში?
ზემოაღნიშნული უფლებები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც რეალურად ახორციელებენ გადაადგილებას დასაქმების მიზნით. შეზღუდვები შესაძლებელია დაწესდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საჯარო სექტორში დასაქმების სპეციფიკის საფუძველზე.
ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში საჯარო სექტორის თანამდებობებზე კანდიდატების განაცხადების განხილვისას, შესაძლოა წარმოიშვას სირთულეები მათ მიერ სხვა წევრ ქვეყნებში შეძენილი პროფესიული გამოცდილებისა და სტაჟის აღიარების ნაწილში. ზოგადად, როგორც წესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საჯარო სამსახურში მიიღებიან იმავე ქვეყნის მოქალაქეები.
ევროკავშირში მოქმედებს პირის გადაადგილების თავისუფლება, რომელიც უფრო ფართო თავისუფლებაა, ვიდრე მუშების გადაადგილების თავისუფლება და არ მოიცავს მხოლოდ დასაქმების მიზნებს. ევროკავშირის მოქალაქის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს გადავიდეს ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოში არამხოლოდ სამუშაოდ, არამედ, საცხოვრებლად, სასწავლებლად, ტურისტულად ან სხვა ინტერესით. ასეთ შემთხვევებში, მოქმედებს სხვა წესები. ევროკავშირის მოქალაქეს სხვა წევრ ქვეყანაში შეუძლია იმყოფებოდეს 3 თვემდე ვადით რეგისტრაციის გარეშე, აუცილებელია მოქმედი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ქონა. თუ ევროკავშირის მოქალაქეს სურს, რომ 3 თვეზე მეტი ხნით იმყოფებოდეს სხვა წევრ ქვეყანაში, საჭიროა საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაცია, დადასტურება იმისა, რომ პირი არის სტუდენტი (ირიცხება საგანმანათლებლო პროგრამაზე), ან აქვს შესაბამისი ფინანსური წყარო საცხოვრებლად, ან აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, ან ფლობს ოჯახური ურთიერთობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგალითად, ქორწინების მოწმობა; დაუქორწინებელი პარტნიორებისთვის - გრძელვადიანი ან სტაბილური ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულება).
თუ ევროკავშირის მოქალაქე გადადის სხვა წევრ სახელმწიფოში საცხოვრებლად, სამუშაოდ ან სასწავლად, ევროკავშირის წესები ამარტივებს ოჯახის წევრებთან საცხოვრებლად გადასვლას (დაცულია ოჯახის ერთიანობის პრინციპი). აქ გასათვალისწინებელია შემდეგი: ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში სამოქალაქო ან რეგისტრირებული პარტნიორობა არ განიხილება ქორწინების ეკვივალენტად. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია საცხოვრებელი უფლებებისა და პირობების მოქმედი წესების გადამოწმება სხვა ტიპის ოჯახის წევრებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წესები უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების დემოგრაფიულ მდგრადობას (მათ შორის გაწევრებამდე კოპენჰაგენის ეკონომიკური კრიტერიუმების შესრულებით. როცა სახელმწიფოში არსებობს დასაქმების ადგილები, ღირსეული შრომის პირობები, სოციალური დაცვის ინსტრუმენტები, როგორც წესი, პირთა გადაადგილების თავისუფლება, ძირითადად, შემოიფარგლება დროებითი მიზნებით - ტურიზმი, განათლება, მკურნალობა ანდა სხვა. ამდენად, „ევროკავშირში გაწევრება არ იწვევს სახელმწიფოთა დემოგრაფიის კვდომას და ერი-სახელმწიფოს ცნების მოსპობას“.
მესამე ქვეყნებს, განსაკუთრებით გაფართოების ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულებები ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მიმართულებით. პირთა გადაადგილების ნაწილში, საქართველოს უკვე მოპოვებული აქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირისგან 90 დღის ოდენობით არაუმეტეს 180 დღის განმავლობაში. თუმცა, მუშების გადაადგილების თავისუფლება განსხვავდება ზემოხსენებულისგან და 90 დღიანი შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი არ უკავშირდება დასაქმებას.
2025 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, მე-2 კლასტერის (შიდა ბაზარი) მე-2 თავი ეხება მუშების გადაადგილების თავისუფლებას. ევროკომისიამ შემდეგნაირად შეაფასა საქართველო:
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/
გამოყენებული წყაროები: