სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
ნანუკა ჟორჟოლიანმა იზოლატორი დატოვა
მარკ რუტე უკრაინის დახმარებაზე - მძიმე საქმეს მხოლოდ 6-7 მოკავშირე აკეთებს
მარკო რუბიო - ირანთან მოლაპარაკებებში კი მცირე პროგრესია
პროკურატურა - ბრალი წარედგინა პირს, რომელიც რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით საპატრიარქოს ტერიტორიაზე შეიჭრა
ლევან ხაბეიშვილი - არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას - გამარჯვება გარდაუვალია
პატრიარქი შიო III-ოს ლეგიტიმაციის პრობლემა
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა - მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

პატრიარქი შიო III-ოს ლეგიტიმაციის პრობლემა

19.05.2026 ნახვები: 1174

პატრიარქი შიო III არჩევას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა საეკლესო და სამართლებლივ ჭრილში - ანუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
დავსვათ კითხვა: შეესაბამებოდა თუ არა პატრიარქის არჩევის პროცედურა მოქმედ მართვა-გამგეობის დებულებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს?
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საეკლესიო საკითხებში დამოუკიდებელია, თუმცა მისი სამართლებრივი სტატუსი სრულად არ არის გამოთიშული საქართველოს კანონმდებლობის სფეროდან.
საქართველოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი) ადგენს ეკლესიის დამოუკიდებლობას შიდა საეკლესიო საკითხებში, თუმცა ეს დამოუკიდებლობა არ აუქმებს იმ შემთხვევებს, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ რეგისტრაციას, წარმომადგენლობასა და სახელმწიფოსთან სამართლებრივ ურთიერთობას.
ვნახოთ რას ითხოვს კანონი
1. სამოქალაქო კოდექსის 1509¹ მუხლის 5–6 პუნქტებით
• რელიგიურ გაერთიანებებზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონი;
• მათი რეგისტრაცია და ცვლილებები ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესით.
ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ცვლილებები სახელმწიფოსთან სამართლებრივ ურთიერთობაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი სარეგისტრაციო წესის დაცვით და არა თავისუფალი ინტერპრეტაციით.
ახლა ვნახოთ რას ითხოვს მართვა-გამგეობის დებულება
1. საქართველოს ეკლესიაში შედის 27 ეპარქია
(§4)
2. გაფართოებულ კრებაში მონაწილეობენ წმინდა სინოდის წევრები და ეპარქიებიდან დელეგატები
(თავი III)
3. პატრიარქის არჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები
(თავი IV, §14)
4. ეპარქიის მღვდელმთავრის არჩევა და დადგენა ხდება წმინდა სინოდის მიერ
(თავი VII)
შესაბამისად:
• სინოდის წევრთა წრე დამოკიდებულია მღვდელმთავართა კანონიერ სტატუსზე;
• მღვდელმთავრის სტატუსი უკავშირდება ეპარქიულ სისტემას;
• ეპარქიული სისტემა დებულებაში აღწერილია როგორც 27 ეპარქია.
რეალობაში რა გვაქვს
არსებული იფაქტობრივი მონაცემებით:
1. რეალურად ფუნქციონირებს 27-ზე მეტი ეპარქია;
2. წმინდა სინოდის წევრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება თავდაპირველ მოდელს (39 წევრი);
3. ამასთან, დებულებაში შესაბამისი ცვლილება საჯაროდ არ განხოციელებულა;
სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა.
იმ პირობებში, როდესაც სინოდმა თავად, მართვა-გამგეობის დებულებაზე აპელირებით, უარი თქვა პატრიარქობის კანდიდატთა ასაკობრივი და საგანმანათლებლო მოთხოვნების ცვლილებაზე და განმარტა, რომ ეს საკითხი გაფართოებული კრების კომპეტენცია იყო, სრულიად ბუნებრივად ჩნდება კითხვა:
რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა გაფართოებულ სხდომაზე 27-ზე მეტი ეპარქიის წარმომადგენლის მონაწილეობა?
მით უფრო მაშინ, როდესაც სინოდს ნამდვილად აქვს უფლება შექმნას ეპარქიები და აირჩიოს მღვდელმთავრები.
სწორედ აქ არის მთავარი სამართლებრივი კვანძი:
იქნა თუ არა დაშვებული შეცდომა იმით, რომ პატრიარქის არჩევამდე არ განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები მართვა-გამგეობის დებულებაში?
და რამდენად შეესაბამება ის სტატუს-კვო, რომელიც დღეს მივიღეთ, მოქმედ დებულებასა და სარეგისტრაციო ნორმებს?
აქ ინტერპრეტაციები „ნორმასა“ და „აღწერას“ შორის ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება, რადგან იგივე დებულებაში არსებული ასაკობრივი და საგანმანათლებლო მოთხოვნებიც მიჩნეული იქნა სავალდებულო ნორმად და არა უბრალო აღწერად.
ვიმეორებ - აქ ჩნდება წმინდა სამართლებრივი კითხვა:
თუ ასაკობრივი და საგანმანათლებლო მოთხოვნების შეცვლა საჭიროებდა დებულების ცვლილებას, მაშინ:
რატომ არ გახდა საჭირო დებულების ცვლილება ეპარქიათა რაოდენობისა და სინოდის ფაქტობრივი შემადგენლობის ცვლილებისას?
სწორედ აქ დგება ახლად არჩეული პატრიარქის ლეგიტიმაციის საკითხი
• დებულებაში კვლავ წერია 27 ეპარქია;
• სინოდის ფაქტობრივი შემადგენლობა გაფართოვდა;
• ამ გაფართოების სამართლებრივი საფუძველი საჯაროდ არ ჩანს;
• სწორედ გაფართოებულმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა პატრიარქის არჩევაში.
აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება:
რამდენად ლეგიტიმური იყო თავად გაფართოებული სხდომა, როდესაც მოქმედი დებულებით მასში მონაწილეობა დაკავშირებულია ეპარქიულ სტრუქტურასა და მის საფუძველზე ჩამოყალიბებულ მღვდელმთავართა შემადგენლობასთან?
რა უფლების იქნა ცნობილი იმ კრების უფლებამოსილება სადაც 39 ეპარქიის წარმომადგენელი იყო? რეალური ლეგიტიმაცია მხოლოდ 27 ეპარქიის წარმომადგენელს უნდა ჰქონოდა და კრებაზე მიეღოთ გადაწყვეტილება, თუნდაც გაფართოებულ სხდომაზე სხვა ეპარქიებიდან დამსწრეთათვის უფლების მინიჭებაზე მართვა გამგეობის დებულებაში ცვლილების შეტანით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ისმის აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა:
შეესაბამებოდა თუ არა პატრიარქის არჩევის პროცედურა მოქმედ მართვა-გამგეობის დებულებას?
შიო III-ის ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია:
1. გაფართოებული კრების სრული ოქმი - სადაც ნათლად უნდა ჩანდეს, რა პროცედურით, რა შემადგენლობით და რა სამართლებრივი საფუძვლით მიმდინარეობდა პროცესი;
2. ყველა დამატებითი ეპარქიის შექმნის აქტები - რომელთა საფუძველზეც უნდა გაირკვეს, ითხოვდა თუ არა ეს ცვლილებები მართვა-გამგეობის დებულების შესაბამის კორექტირებას;
3. ყველა მღვდელმთავრის არჩევისა და დადგენის აქტები;
4. სინოდის გადაწყვეტილებები, რომლებმაც ფაქტობრივად გაზარდეს შემადგენლობა;
5. მართვა გამგეობის დებულებაში შეტანიილი ცვლილება ეპარქიების რაოდენობის ზრდაზე;
მხოლოდ ამის შემდეგ იქნება დოკუმენტაცია სრულყოფილი, რომელიც შესაბამისი ცვილებებისთვის უნდა წარედგინოს სარეგისტრაციო ორგანოს.
და ბოლოს
სხვა ნორმებსა და პროცედურებზე, რომლებიც ამ პროცესში შესაძლოა, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, ამ ეტაპზე არ შევჩერდები.
თუმცა იუსტიციის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: თუ ცვლილებები განხორციელდება ნორმის პირდაპირი მოთხოვნის ნაცვლად მისი ფართო ინტერპრეტაციით, მომავალში სწორედ ეს შეიძლება გახდეს სამართლებრივი დავის საფუძველი. მაშინაც კი გაფართოებული კრების ჩატარებისა და პატრიარქის არჩევის "კანონიერება" ეჭვქვეშ დრება, რადგანაც ასაკისა და განათლების გამო კანდიდატებს უფლება არ მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.
ასევე, იურისტებსა და სამართლის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს მოვუწოდებ - საკითხს უფრო ღრმად და კომპეტენტურად შეხედონ, რადგან საუბარია არა მხოლოდ ერთ არჩევნებზე, არამედ იმ პრინციპზე და ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებულ საკითხზე, სახელმწიფოში ეკლესიის როლისა და მისი ფუნქციის გათვალისწინებით.
მივმართავ მედიას კვალიფციურად დაინტერესდეს ამ საკითხით.
p.s. სადაგასახადოს მონაცემებით, დღესაც ილია მეორეა საპატრიარქოში ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი
 
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა