თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის

ნახვები: 1628 ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის

გეგე დადიანის (გოჩა მირცხულავა) რომანი „საშიში იდეალისტები“ თანამედროვე ქართული პროზის იმ ნიმუშთა შორის შეიძლება მოვიაზროთ, სადაც მხატვრული თხრობა მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებრივი რეალობის გააზრებას. ნაწარმოები მკითხველს სთავაზობს არა მხოლოდ სიუჟეტურ განვითარებას, არამედ ინტელექტუალურ მსჯელობას ადამიანური იდეალების, პიროვნული პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი პროცესების შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში იკვეთება რომანის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობაც - იდეალიზმის როლი ადამიანის ცხოვრებასა და საზოგადოებაში.

სათაური ხომ ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების „კარიბჭეა“ ,

ამ შემთხვევაშიც ყურადღებას იქცევს რომანის სათაური „საშიში იდეალისტები“. ერთი შეხედვით ეს ორი სიტყვა გარკვეულ პარადოქსს ქმნის, რადგან იდეალიზმი, როგორც წესი, დადებით მნიშვნელობას ატარებს და დაკავშირებულია მაღალი ღირებულებებისა და კეთილშობილური მიზნებისკენ სწრაფვასთან,  თუმცა ავტორი სწორედ ამ წარმოდგენას უპირისპირდება. სიტყვა „საშიში“ აქ არ გულისხმობს პირდაპირ დესტრუქციულობას,  იგი უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ იდეალიზმი ხშირად ეჯახება რეალობას და ამ დაპირისპირებაში შეიძლება კონფლიქტის მიზეზადაც იქცეს. იდეალისტი საშიშია არა იმიტომ, რომ ის ძალადობრივი ან დამანგრეველია, არამედ იმიტომ, რომ იგი არ ეგუება არსებულ მდგომარეობას და ცდილობს რეალობის შეცვლას. ამგვარად, სათაური ერთგვარი ინტერპრეტაციული გასაღებია, რომელიც მკითხველს ტექსტის იდეის გააზრებისკენ უბიძგებს.

რომანის კითხვისას თანდათან იხსნება პერსონაჟთა გალერეა, რომელთაც აერთიანებთ მიზანი,  თუმცა მათი ხედვები და გზები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ პერსონაჟებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ორდე. იგი წარმოდგენილია, როგორც მოაზროვნე, დაკვირვებული და კრიტიკული პიროვნება, რომელიც ცდილობს გააანალიზოს საზოგადოებრივი მოვლენები და ადამიანის როლი ამ პროცესებში. ორდე არ არის მხოლოდ სიუჟეტური მოქმედების მონაწილე,  იგი ხშირად გვევლინება საკუთარ თავთან დიალოგში მყოფი, რომლის  საშუალებითაც ტექსტში გამოიკვეთება ავტორის მიერ წამოჭრილი მნიშვნელოვანი კითხვები.

ორდეს პერსონაჟში საინტერესოა იდეალიზმისა და რეალიზმის თანაარსებობა. ერთი მხრივ, მას სჯერა, რომ ადამიანური ძალისხმევა და აზროვნება შეიძლება საზოგადოებრივი ცვლილებების საფუძველი გახდეს, ხოლო მეორე მხრივ იგი აცნობიერებს იმ წინააღმდეგობებსა და სირთულეებს, რომლებიც ასეთ პროცესებს თან ახლავს. სწორედ ამ შინაგან დაძაბულობაში ვლინდება მისი ხასიათის სიღრმე. იგი არ არის იდეალიზმის ბრმად მიმდევარი,  პირიქით, მისი იდეალიზმი მუდმივად გადის განსჯისა და თვითკრიტიკის გზას. ამგვარი პერსონაჟი ტექსტს განსაკუთრებულ ინტელექტუალურ დატვირთვას სძენს და მკითხველსაც ფიქრის პროცესში რთავს.

ორდესთან ურთიერთობაში მყოფი სხვა პერსონაჟები  არიან ადამიანები თავიანთი სისუსტეებით,  შიშებით, ტრავმებითა და გამარჯვებებით,  ისინი ქმნიან დიალოგურ სივრცეს, სადაც სხვადასხვა პოზიცია და მსოფლმხედველობა იკვეთება. სწორედ ეს დიალოგურობა განაპირობებს რომანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თვისებას - აზრის მრავალხმიანობას. ავტორი არ ცდილობს ერთმნიშვნელოვანი პასუხების გაცემას, პირიქით, იგი მკითხველს სთავაზობს მსჯელობის პროცესს, რომელშიც თითოეული პერსონაჟი საკუთარი ხედვით მონაწილეობს. ამგვარად ტექსტი მხოლოდ ამბის თხრობით არ შემოიფარგლება და გარკვეულწილად  დისკუსიის ფორმასაც იძენს.

ნაწარმოები გარკვეულწილად ეხმიანება ჩვენს სოციალურ  რეალობასაც-იდეალებისა და რეალური ცხოვრების დაპირისპირებას,  მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა  და ადამიანის როლს საერთო ეროვნულ  პროცესებში, ადამიანებისა, რომლებიც სახელმწიფოს აღმშენებლობას ცდილობენ და ადამიანებისა, რომელთაც სამშობლო და სახელმწიფოს ცნებები ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ.  ავტორის  ყურადღება მიმართულია ადამიანის პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის გააზრებისკენ.

ენობრივი თვალსაზრისით „საშიში იდეალისტები“ გამოირჩევა სტილისტური  მრავალფეროვნებით. ტექსტის ენობრივი ქსოვილი არის საოცრად ცოცხალი და მრავალფეროვანი,  ერთმანეთთან ორგანულად არის შერწყმული ლიტერატურული თხრობის ფორმა და ცოცხალი ყოველდღიური  მეტყველება,  ამავე დროს ავტორი ხშირად მიმართავს ინტელექტუალურ და ფილოსოფიურ ლექსიკას, რაც ტექსტის აზრობრივ სიღრმეს უსვამს ხაზს.  საინტერესოა მთავარი პერსონაჟის  სახელის ეტიმოლოგია, რომელიც მეგრული ენიდან მომდინარეობს  „ორდე“ ნიშნავს -იყავ, უნდა იყო, ეს კი  თითქოს პერსონაჟს მუდმივად შეახსენებს საკუთარ მისიასა და არსებობის უფლებას.

სტილისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ირონიასა და მსუბუქ სარკაზმს. ავტორი ამ ხერხებს იყენებს იმისათვის, რომ პერსონაჟთა მსჯელობა უფრო მკვეთრი და დასამახსოვრებელი გახდეს. ასეთ შემთხვევებში ირონია არა მხოლოდ სტილისტიკური ეფექტის შექმნას ემსახურება, არამედ გარკვეული სოციალური თუ ადამიანური პარადოქსების წარმოჩენასაც.

აღსანიშნავია აგრეთვე თხრობის დინამიკა-პერსონაჟთა დიალოგები, მოქმედებები და  მონოლოგები ერთმანეთთან ბუნებრივად არის დაკავშირებული, რაც ტექსტს მთლიანობასა და ლოგიკურ თანმიმდევრობას ანიჭებს.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ რომანში  გამოკვეთილია სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი და საჭიროება ინდივიდის გამოღვიძებისა, რომელმაც პირველ რიგში საკუთარი “მე” უნდა იპოვოს, საამისოდ კი მუდმივ დიალოგში იყოს მასთან.

შთამბეჭდავი იყო რომანის ფინალი, ადმინისტრაციული შენობის მუზეუმად, „თავისუფლების სასახლედ“ ქცევის იდეა.  მუზეუმი არის ადგილი, სადაც წარსულს თვალებში ვუყურებთ,  ეს მეტაფორა ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრიობა წარსულის გააზრების გარეშე შეუძლებელია. შენობა, რომელმაც „ბევრი ცუდი ისტორია გამოიარა“, არ უნდა დაინგრეს და დაივიწყონ, არამედ უნდა იქცეს მუდმივ შეხსენებად, რომ  სახელმწიფოებრიობა იწყება არა კედლებიდან  არამედ ღირებულებებით.  

„საშიში იდეალისტები“ მხოლოდ წიგნი როდია, ის  ადამიანის  ბედისწერის სარკეა: ბავშვობის ტრავმები, ოჯახური ჰარმონია, მეგობრები, საკუთარი “მეს” შეცნობა და ქცევა ადამიანად, რომელიც ამ ყველაფრით ზურგ გამაგრებული მზადაა იბრძოლოს სახელმწიფოსთვის .

ნინი ბირკაია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა