კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო

ნახვები: 418 მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ალიანსი, რომელიც ჩვენმა ორმა ერმა საუკუნეების განმავლობაში ააშენა - და რომლისთვისაც ჩვენ ღრმად მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის - ნამდვილად უნიკალურია“, - აღნიშნა მეფე ჩარლზმა.

მისი თქმით, „ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ნათესაური და იდენტური კავშირი ფასდაუდებელი და მარადიული. ის შეუცვლელი და დაურღვეველია“.

მან უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და „უკრაინასა და მის მამაც ხალხთან“ დაკავშირებით ურყევი გადაწყვეტილების მოწოდებით გამოვიდა.

“11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ნატო-მ პირველად გამოიყენა მეხუთე მუხლი, ჩვენ ერთად ვუპასუხეთ მოწოდებას, როგორც ეს ჩვენი ხალხი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აკეთებდა, მხარდამხარ ორი მსოფლიო ომის, ცივი ომის, ავღანეთის და იმ მომენტების განმავლობაში, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი საერთო უსაფრთხოება. დღეს იგივე ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად. ეს აუცილებელია ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, - აღნიშნა მეფე ჩარლზ III-მ.

მეფე ჩარლზი კონგრესის ორივე პალატის ერთობლივი სხდომის წინაშე სიტყვით აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა. მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე, დედოფალი კამილა აშშ-ში გუშინ, დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ჩავიდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა