War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

არჩილ იაკობაშვილი: სურსათზე მაღალი ფასნამატს მიზეზეი - რუსეთზე დამოკიდებულება

ნახვები: 997 არჩილ იაკობაშვილი: სურსათზე მაღალი ფასნამატს მიზეზეი - რუსეთზე დამოკიდებულება

სასურსათო ჟანდარმერიის ამოქმედებით, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა სამწუხაროდ, ჰუგო ჩავეზის გზას დაადგა. 1999 ვენესუელამ ნახევარ წელიწადში პროდუქტების დეფიციტი, ხოლო მომდევნო ნახევარ წელში ჰიპერინფლაცია მიიღო.

ბაზრის მონაწილეები იყოფა სამ ჯგუფად: სავაჭრო ქსელები, საცალო-საუბნო მაღაზიები და დისტრიბუტორები, იმპორტიორები.

ბაზრის მონაწილეებიდან რამოდენიმე მოთამაშე სამივე მიმართულებით მუშაობს, ზოგიც მხოლოდ ორი მიმართულებით და ზოგიც მხოლოდ ერთი მიმართულებით.

მომხმარებლების მაქსიმალურ ინტერესშია პროდუქტების რაც შეიძლება მეტი არჩევანი, მაღალი კონკურენცია, ტერიტორიული სიახლოვე სავაჭრო ობიექტთან, მომსახურების ხარისხი და ა.შ.

მათსავე ინტერესშია, რომ მაგალითად ერთი და იმავე პროდუქტზე, რომლის იმპორტიორი და დისტრიბუტორი მხოლოდ ერთი კომპანიაა, ფასის მიხედვით სავაჭრო ობიექტებს შორის მაინც კონკურენცია იყოს და ა.შ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ( https://www.geostat.ge/ka/single-news/3653/sakartvelos-sagareo-vachroba-2025-tseli ) 2025 წელს სურსათის იმპორტმა შეადგინა 6 მლრდ ლარი, რომელშიც რუსეთიდან იმპორტის წილი 25% (1,53 მლრდ ლარს შეადგენს).

განსაკუთრებით დამოკიდებულია საქართველო რუსეთიდან იმპორტზე პირველადი დანიშნულების პროდუქტების მიხედვით - მარცვლეული (ხორბალი, წიწიბურა, ბრინჯი) , ცხიმები და რძის პროდუქტები.   

2021 წლიდან საკუთარი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რუსეთმა შემოიღო ექსპორტის ტარიფი, როგორც ქართველი იმპორტიორისთვის პირდაპირი გადასახადი რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში.

ექსპორტის ტარიფი პირდაპირი მინიშნებაა აღნიშნული პროდუქტის დეფიციტზე წარმოშობის ქვეყანაში, ე.ი. რუსეთში. ის წარმოადგენს კორუფციის წყაროს დაუდგენელი თამაშის წესებით თავად რუსეთში, რომლის ფასი საბოლოოდ ქართველმა მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს.

ქართველი იმპორტიორი იძულებულია, რომ პროდუქტზე როგორმე წვდომის მოპოვების მიზნით საქმეში ჩართოს ე.წ. შუამავალი შესაბამისი ფულადი კომპენსაციის (უმეტეს შემთხვევაში, ქრთამის) სანაცვლოდ.

საქართველოს საზღვარზე ქართველ იმპორტიორს პროდუქცია შემოაქვს რუსეთში გაცემული ფაქტურით (ე.წ. ზედნადები), რომელშიც მითითებულია მხოლოდ პროდუქტის საწარმოო ფასი, ე.ი. ღირებულება, რომელიც ქართველმა იმპორტიორმა ადგილობრივ მწარმოებელს გადაუხადა რუსეთში.

რუსეთის მიერ გაცემულ ფაქტურაში, რომლის საფუძველზე პროდუქტის განბაჟება ხდება საქართველოში (ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივი დღგ - ფაქტურაში მითითებული ღირებულების 18%), არ ჩანს ის ირიბი ხარჯები (ექსპორტის ტარიფი რუსეთის ბიუჯეტში, შუამავლის კომპენსაცია, ტრანსპორტირების ხარჯები საქართველოს საზღვრამდე), რომლებიც იმპორტიორმა რუსეთში გასწია პროდუქციის საქართველოში შემოტანის მიზნით.

სამაგიეროდ, რუსეთში გაწეული ირიბი ხარჯები აისახება ფასნამატში, რომლის მიხედვით იმპორტიორი პროდუქციას გადასცემს დისტრიბუტორს შემდგომი რეალიზაციისთვის საქართველოში.

რუსეთში წარმოშობილი ირიბი ხარჯები, რომელიც საბოლოოდ საქართველოში სამომხმარებლო ფასებში აისახება, არის სტატისტიკური სიდიდე (ე.წ. Error Term) ფასნამატის ფორმულაში პროდუქტის საქართველოში განბაჟების შემდეგ.

ფასნამატის ფორმულა :

საწარმოო ფასი რუსეთში (PP) +  

ექსპორტის ტარიფი რუსეთში (PP/20%) +

შუამავლის კომპენსაცია (PP/20%) +

ტრანსპორტირება საქართველოს საზღვრამდე (PP/10%) +

განბაჟება საქართველოში (ქართული დღგ PP/18%) +

იმპორტიორის მოგება საქართველოში (PP/10%) +

დისტრიბუციის ხარჯები საქართველოში (PP/10%) +

დისტრიბუტორის მოგება (PP/10%) +

სავაჭრო ობიექტის მოგება თაროს გადასახადის ჩათვლით (10%) = სამომხმარებლო ფასი საქართველოში

აქედან გამომდინარეობს საქართველოში საზღვრიდან დახლამდე მაღალი ფასნამატი.                   

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი - ეკონომიკის პროფესორი,

საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა