2026 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებასა და თვითდასაქმებას აწესრიგებს.
ახალი წესების შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს საქართველოში კანონიერად დასაქმება, ან თვითდასაქმება/ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, ვალდებულია მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება შრომითი იმიგრაციის კანონმდებლობის ერთ- ერთი არსებითი ცვლილებაა. მის გარეშე მუშაობა გამოიწვევს ჯარიმას (2 000 ლარი), როგორც დამსაქმებლის, ისე უცხოელისთვის. ამასთან ერთად, ამიერიდან, საემიგრაციო D1 კატეგორიის ვიზა და შრომითი ბინადრობის ნებართვა მხოლოდ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ გაიცემა.
ცვლილებები ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებსაც არ აქვთ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა და გეგმავენ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობას ან თვითდასაქმებას.
ამასთან, კანონიაწესებს გამონაკლისებსაც:
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კატეგორიებისა, რომელზეც არ ვრცელდება აღნიშნული კანონმდებლობის მოქმედება.
შრომითი საქმიანობის უფლება უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან.
შრომითი იმიგრანტისთვის უფლებას მოიპოვებს მისი დამსაქმებელი, შრომის ბაზრის ტესტის პირობების დაცვით.საფასურსაც დამსაქმებელი გადაიხდის. ხოლო თვითდასაქმებულმა ელექტრონული განაცხადი თავად უნდა შეავსოს და გადაიხადოს შესაბამისი საფასური.
შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა პირველ ჯერზე ერთ წლამდე ვადით, შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში - კონკრეტულ დამსაქმებელსა და პოზიციაზე, თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში – კონკრეტულ საქმიანობაზე ან/და საქმიანობის კონკრეტულ სფეროზე. შესაბამისად, დაკავებული პოზიციის ან შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის სფეროს ცვლილების შემთხვევაში, სავალდებულოა შესაბამისი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია ( პორტალზე www.labourmigration.moh.gov.ge) ნებართვის მიღება ფასიანია, საფასური კი დამოკიდებულია მომსახურების ვადაზე:
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.თუმცა გასაჩივრება არ წარმოშობს უცხოელის მუშაობის უფლებას, არ აჩერებს გასვლის ვალდებულებას/ გაძევების პროცედურებს.
უცხოელთა შრომითი მოწყობის ახალი რეგულაციის კიდევ ერთი არსებითი ცვლილება შრომის ბაზრის ტესტის დაწესებაა, რაც უცხოელის დასაქმებამდე, შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრის მოძიებას გულისხმობს.
აღინიშნული პროცედურა დამსაქმებლისთვის შემდეგ ვალდებულებებს მოიცავს:
შრომის ბაზრის ტესტი არ ვრცელდება:
შრომითი საქმიანობის უფლების მიღების შემდეგ, შრომითი იმიგრანტი/ თვითდასაქმებული ვალდებულია:
აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება მიგრანტებზე, რომლებიც უკვე ფლობენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვას.
აღნიშნული ცვლილებები 2026 წლის 1 მარტიდან შევიდა ძალაში, თუმცა კანონი ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს გარკვეული შემთხვევევისთვის.
კერძოდ, თვითდასაქმებულ უცხოელებზე, რომლებიც 1 მარტის მდგომარეობით უკვე საქმიანობენ საქართველოში, კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.
ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შრომითი მიგრაციის საინფორმაციო პორტალს: labourmigration.moh.gov.ge ან დარეკეთ 1505.
საინფორმაციო სტატია მომზადდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიასთან პარტნიორობით. IOM იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას როგორც უცხოელი შრომითი მიგრანტებისა და თვითდასაქმებულებისთვის, ასევე ადგილობრივი ბიზნესისთვის, რომლის მიზანს ინფორმირებულობის გაზრდა და მხარეთა შორის კომუნიკაციის გამარტივება წარმოადგენს.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ