ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება

ნახვები: 226 დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
საქართველოში ზაფხულში მომხდარი მასშტაბური ენერგოავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა გრძელდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) როგორც „ენგურჰესის“, ისე ელექტროენერგიის სხვა მწარმოებელი ობიექტების ქსელის წესებთან შესაბამისობას სწავლობს.

ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, კომისიის საბოლოო დასკვნაში ასახული იქნება ავარიასთან დაკავშირებული ტექნიკური გარემოებები და გამოვლენილი ხარვეზები.

„მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე შესწავლა მოიცავს როგორც „ენგურჰესის“, ასევე სხვა გენერაციის ობიექტების მიერ ქსელის წესებთან შესაბამისობის შესწავლას. ამიტომაც დასკვნაში, რომელიც კომისიის მიერ დაიდება, ბევრი საინტერესო საკითხი და დეტალი იქნება მოცემული. ეს ინფორმაცია თავის დროზე გახდება საჯარო. კომისია, რა თქმა უნდა, ყველა, მათ შორის გენერაციის ობიექტებთან დაკავშირებულ ნიუანსებს და ხარვეზებს სწავლობს“, – განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, ამ ეტაპზე არსებული მასალებით, ელექტროსისტემაში მომხდარი ავარია ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია თუ შესაძლო საბოტაჟს ჰქონდა ადგილი, სემეკის თავმჯდომარეს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

„დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და დავიწყებთ განხილვებს“, – აღნიშნა მან.

ნარმანიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო შემცირებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ტარიფის განსაზღვრა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ადგილობრივი წარმოების მოცულობასა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებაზე.

„ტარიფის დადგენის პროცესი არის მრავალკომპონენტიანი, სადაც გათვალისწინება ხდება როგორც ადგილობრივი გენერაციის მოცულობის, ასევე იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ღირებულების. მარეგულირებელი კომისია იმპორტირებული ენერგიის მოცულობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციას საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების სახით იღებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენთვის მოცემულობა და ამას ვითვალისწინებთ. რა იქნება მომავალში, ამას აუცილებლად ვნახავთ“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

შესაბამისად, დავით ნარმანიას ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო შემცირების კონკრეტული ვადა ან პროგნოზი არ დაუსახელებია.

ამ ეტაპზე არც მასშტაბური ენერგოავარიის გამომწვევი მიზეზია ოფიციალურად დადგენილი. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, შესწავლის შედეგები კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა