ავტორი : არჩილ იაკობაშვილი, ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი
1990 წლიდან დემოკრატიულ უნგრეთში ჩატარებულ უკლებლივ ყველა საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანს მონაწილეობა აქვს მიღებული. 1990, 1994, 2002, 2006 და უკანასკნელად ახლა - 2026 წლის არჩევნების შედეგებით, ე.ი. მეხუთედ, ამომრჩევლებმა მას ოპოზიციის საგზური გამოუწერეს.
ამ მაჩვენებლით, ევროპის კონტინენტზე, ვიქტორ ორბანი რეკორდსმენია - არა მხოლოდ მთავრობის მეთაურის 20-წლიანი (1998-2002, 2010-2026) გამოცდილებით, არამედ აგრეთვე საპარლამენტო ოპოზიციაში ყოფნის მრავალწლიანი (1990-1998, 2002-2010, 2026-2030) გამოცდილებით, რომელიც იდეოლოგიური ფერისცვალებების გარდა ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევებსაც მოიცავს.
ვინც ვიქტორ ორბანთან არჩევნებში მარცხდებოდა, ის მისგან განსხვავებით ოპოზიციაშიც ვეღარ რჩებოდა დიდი ხნით, ხოლო ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას საერთოდ კარგავდა.
ვიქტორ ორბანი არის პოსტკომუნისტურ ეპოქაში უნგრეთის ლიბერლაური დემოკრატიის თანადამფუძნებელი და თანაავტორი, რაც 1998 წელს ხელისუფლებაში მოსვლით დაგვირგვინდა.
ვიქტორ ორბანის ლიბერალურ-კონსერვატიულმა კოალიციამ მხოლოდ მესამე ცდით შეძლო, 1998 წელს გაემარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და ამით უნგრეთი გაენთავისუფლებია პოსტკომუნისტური მმართველობისგან, რომელიც 1990-1998 წელში დაკომპლექტებული იყო საბჭოთა ყაიდის პარტიული ფუნქციონირებისგან.
ვიქტორ ორბანის სახელს უკავშირდება, 1999 წელს, უნგრეთის სრულუფლებიანი გაწევრიანება ნატოში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა.
2004 წლის მაისში, როდესაც ევროკავშირი პირველად გაფართოვდა აღმოსავლეთ ევროპაში, უნგრეთის ევროკავშირში მიღებას, რომელიც თავის მიერ წამოწყებული საქმე იყო, ვიქტორ ორბანი მხოლოდ ოპოზიციის ლიდერის რანგში შეხვდა.
2010 წელს ვიქტორ ორბანი კვლავ ბრუნდება ხელისუფლებაში, კვლავ ლიბერალურ-კონსერვატიული კოალიციური მთავრობის მეთაურად, ხოლო 2014 წლის არჩევნების შედეგების საფუძველზე ის უკვე იწყებს უნგრეთის ერთპარტიულად მართვას, 2018 წლიდან საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი და ამით იწყება მისი იდეოლოგიური ფერისცვალებაც ნაციონალურ-კონსერვატიული მიმართულებით.
2014-2026 წლებში, უწყვეტად მთავრობის მეთაურად ყოფნით, ვიქტორ ორბანმა სრულად დაშალა და ძირი გამოუთხარა თანამედროვე უნგრეთის იმ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, რომლის ავტორი თავად იყო - 1990-2010 წლებში.
ევროკავშირთან და „ბრიუსელის ბიუროკრატიასთან“ უწყვეტი კონფრონტაციები და პროვოკაციები, რუსეთთან დამეგობრება და რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვისათის მხარის დაჭერამ ის კრემლის „ტროას ცხენად“ აქცია ევროკავშირში.
ევროკავშირის მიერ ფინანსური არხების გადაკეტვამ, საუბარია 19-20 მლრდ ევროს მოცულობის ტრანსფერის შეჩერებაზე 2018-2025 წლებში, მნიშვნელოვნად გააუარესა უნგრეთის ფისკალური, მონეტარული, სტრუქტურულ-ეკონომიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
2020-2025 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციის აღქმის ინდექსი, შემცირდა დემოკრატიის ხარისხი და ფინანსური რეიტინგები, რამაც გამოიწვია საერთაშორისო ინვესტორების უარყოფითი დამოკიდებულობის გაზრდა უნგრეთის მიმართ.
2016-2020 წლებში ე.წ. „რუსული კანონების“ მიღებით („ფისკალური საბჭოს“ კანონი, „მედიის საბჭოს“ კანონი, „საზოგადოების სტრატეგიული განვითარების საბჭოს“ კანონი, „იუსტიციის საბჭოს“ კანონი, „თავდაცვის საბჭოს“ კანონი) ვიქტორ ორბანმა „მოახერხა“ რუსულ-აზიური მმართველობის სისტემის შექმნა შუაგულ ევროპაში.
2026 წლის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც ამომრჩეველმა ვიქტორ ორბანს ოპოზიციის, ხოლო პეტერ მაგიარს საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლის მანდატები გამოუწერა, ჯერჯერობით წარმოადგენს მხოლოდ მცდელობას, რომ ნაციონალურ-კონსერვატიული ხელისუფლება ლიბერალურ-კონსერვატიული მთავრობით ჩანაცვლდება.
მიუხედავად ამის, არჩევნების მოგება პეტერ მაგიარისთვის და პარტიისთვის „ტისა“ სულაც არ ნიშნავს, რომ უნგრეთი ავტომატურად დაბრუნდა ლიბერალური დემოკრატიის და ევროპული განვითარების გზაზე.
თუ არჩევნებში გამარჯვებული ძალა შეეცდება, რომ მხოლოდ მოირგოს სახელისუფლო მანტია, მაგრამ არ გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლეოსობას ე.წ. „რუსული კანონების“ გასაუქმებლად, მაშინ ზემოთ დასახელებული საბჭოები, რომელთა შემადგენლობები მთლიანად ვიქტორ ორბანის ერთგული ადამიანებით და მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული, შეეცდებიან რომ პეტერ მადიარის მთავრობას ხელი შეუშალონ დემოკრატიულ რეფორმებში და ამ გზით ხელი შეუწყონ ვიქტორ ორბანის კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას.
„ნეიშენ ჯორჯია“
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ