კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„სუფთა გრუზინული მკვლელობა“ - უბედურება, რომელსაც ვერაფერმა უშველა

ნახვები: 1224 „სუფთა გრუზინული მკვლელობა“ - უბედურება, რომელსაც ვერაფერმა უშველა

ალბათ ყველას გვახსოვს ბავშვობიდან სხვადასხვა დეტექტიური რომანები და ფილმები სახელად "სუფთა ინგლისური მკვლელობა, ან "სუფთა ფრანგული მკვლელობა", და ა.შ.

მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობა - ის ტრაგედია, რაც თავს დაატყდა ამ ოჯახს, არის სუფთა ქართული - უფრო, გრუზინული მკვლელობა.

მკვლელობა - სრულიად უაზრო, არაფრის გამო, რაღაც პატარა გაუგებრობის ან თუნდაც კონფლიქტის გამო. ეს უაზრობა ნორმალურ ქვეყანაში დასრულდებოდა 5 წუთიანი წაკინკლავებით.

„სუფთა გრუზინული მკვლელობა“ - ეროვნული უბედურება, რომელსაც ვერაფერმა უშველა.

სააკაშვილის პერიოდში, როდესაც კრიმინალი ნულოვანი იყო, ეს ყოფითი მკვლელობები გრძელდებოდა ჩვეულებრივად, ვითომც არაფერი.

ეს რაღაცა თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ვერა და ვერ მოსცილდა ქართულ სოციუმს.

ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს საშინელი ფენომენი - "მკვლელობა შელაპარაკების გამო".

ალბათ რამდენიმე მიზეზია - ზოგადი დეგრადაცია და გახწნა, უაზრო ამბიციურობა და ამპარტავნება, რომელიც იწვევს იმას, რომ "ყველას ყველაფერზე პასუხი უნდა მოსთხოვო"..

ამას ასწავლის ქურდულიც, რომელიც გახდა ქართველი ერის დეგრადაციის გზაზე ბოლო - საკონტროლო გასროლა.

თუმცა, ეს ზოგადად. კონკრეტულად კი ამ შემთხვევაზე - გამაოცა იმ სულიერად და ხორციელად დაავადებული დეგრადანტების მშობლების რეაქციამ.

აქამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ისინი შეეცდებოდნენ ჩუმად ყოფნას, დაიმალებოდნენ სადმე - სოროში, არავინ რომ არ დაინახოს..

გასაგებია, სამართლებრივად ისინი პასუხს არ აგებენ, მაგრამ მორალურად - ასეთი ნაძირალა-ახვარი რომ გაზრადე - ადამიანურად შენც აგებ პასუხს. და, როგორც მინიმუმ - თავი არსად არ უნდა გამოყო.

თურმე სადა ხარ! გამოდიან კი არა, ისევ იმ უბედურ ბიჭს აბრალებენ ყველაფერს. ჰყოფნით თავხედობა გამოძვრნენ და კიდევ აქეთ დაგვარიგონ ჭკუა.

სურათი მარტივია,და არანაირი სპეკულირება "ბავშვობაზე" არ გაჭრის - ის ბიჭები იყვნენ თავში ავარდნილი, სრულიად დეგრადირებული მოქურდო-მოძველბიჭო ნაძირლები. აი, ის გოგო კი - განსაკუთრებული სისაძაგლეა.

ყველას გვყავს ალბათ ნაცნობი გოგოები, რომლებსაც მოსწონთ რომ ბიჭები მათ გამო ჩხუბობენ. ესეთები როგორც წესი არიან ძალიან ბოროტები და პრიმიტიულები. ვინ დაითვლის მათი ენების ყრანტალს რამდენი ბიჭი შეეწირა.

ეხლა მეტყვიან - "საქმის არსი არ იცი, და წინასწარ დასკვნებს რატომ აკეთებ?".

კი ბატონო, საქმის არსი არ ვიცი, მაგრამ ქართველი დერგადანტები ვიცი და საღი აზრიც შემრჩა,

სულ რომ არაფერი არ ვიცოდე - ჩემთვის საკმარისია, რომ ერთ მხარეზე იყო წესიერი ბიჭი, მათემატიკის მასწავლებელი, მეორეზე სულიერად და ხორციელად დაავადებულ ნაბიჭვართა ხროვაა.

არ არსებობს არანაირი გამართლება. მათ უნდა ხეხომ ნარები მათი უბადრუკი სიცოცხლეების ბოლომდე.

მე არ ვიცი კანონი. მე ვიცი სამართლიანობა.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა