ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს

13.03.2026 ნახვები: 212

არის ერთი თვისება, რომელიც ქოცების სავოკურ არსზე აშკარად მიუთითებს.

ეს არის რუსეთში ღვინის ექსპორტის გაფეტიშება.

აი მაგალითად, 2016–2017 წლებში ირანიდან ტურიზმს თითქმის 300 მლნ დოლარი შემოჰქონდა, რაც ორჯერ მეტი იყო, ვიდრე რუსეთში გაყიდული ღვინისგან მიღებული შემოსავალი.
თუმცა ირანული ფული ადვილად, უპრობლემოდ დაკარგეს იმით, რომ რატომღაც ირანთან სავიზო რეჟიმი შემოიღეს.

სულ მაინტერესებდა - რუსული 150 მლნ დოლარისთვის მზად ხართ ქვეყანა გაყიდოთ, ხოლო ირანული 300 მლნ ფეხებზე გკიდიათ. რატომ? რა ისეთი დამსახურება აქვს ღვინოს?

ასეა ახლაც, ამ ახალ დრაკონულ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში, რომელიც 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.

2025 წელს საქართველოდან IT-პროდუქციის ექსპორტმა თითქმის მილიარდი დოლარი შემოიტანა ქვეყანაში, და ეს ძირითადად რუსი, ბელორუსი და უკრაინელი მიგრანტების დამსახურებაა.
საკუთარი ადგილობრივი ინტელექტუალური რესურსით ჩვენ ამხელა მაჩვენებელს ვერასდროს მივაღწევთ.

და ისევ იგივე - ამხელა შემოსავლის წყაროს ერთი ხელის მოსმით ანადგურებენ, მაშინ როდესაც ყოველდღე გვეუბნებიან, რომ რუსეთში ღვინის გაყიდვის გარეშე ჩვენი ეკონომიკა ჩამოიქცევა.

თქვენი დედაც - ვერ ხედავთ სხვაობას 1 მილიარდსა და 200 მილიონს შორის?
ამ დროს ამ 200 მილიონზე დაკანკალებთ, და ამ მილიარდს კარგავთ თქვენი ახირების გამო.

ზოგადად ეს კანონი არის ქოციზმის ნათელი გამოვლინება.

ჯერ ერთი - როგორც ყველა ქოცური კანონი, ესეც გაუგებარი და ჩახლართულია. იმდენად რთულია, რომ უფრო მარტივია წახვიდე გერმანიაში, ვიდრე შეაგროვო საბუთები დამპალ თბილისში და ბათუმში სამუშაოდ.

ზუსტად ისეთივეა, როგორც ბიძინას წერილები და კობახიძის კანონები - ერთ აბზაცში 200 აზრი რომ არის ჩადებული, ჩაკვეხილია ყველაფერი - რაც საჭიროა და რაც არ არის საჭირო.

ეს კანონი ქოციზმია. მისი არსი არის კონტროლი.

ქოცური იდეოლოგიაა - ყველაფერი უნდა იყოს უზენაესი ღმერთის კონტროლის ქვეშ: პოლიტიკა, ნჯოები, ტელევიზია, ბიზნესი, სპორტული ფედერაციები და ა.შ.

ჩამოდის რუსი აიტიშნიკი და მუშაობს ამაზონზე დისტანციურად. ქართულ სახელმწიფოს საერთოდ არ ეხება, არავის ხელს არ უშლის, არავის სამუშაოს არ ართმევს.
რა საქმე აქვს კობახიძეს, რას აკეთებს ეს ადამიანი?

მაგრამ არა - ქოციზმია. ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს. მათ შორის ისიც, ვინც დისტანციურად მუშაობს და ქვეყანაში ასობით მილიონ დოლარს შემოაქვს.

შრომითი მიგრაციის შესახებ ახალი კანონი არის მორიგი ქოცური მავნებლობა, და მისი შედეგი იქნება არა მხოლოდ ინდოელი კურიერების გაქრობა, არამედ მაღალი კვალიფიკაციის კადრების გადინება.

როდესაც მათხოვარი, არაფრის მაქნისი ქვეყანა იღებს უფრო მკაცრ კანონებს, ვიდრე გერმანია და შვედეთი - აქ არავინ დარჩება.
წავა პირდაპირ შვედეთში და გერმანიაში.

ხო და მერე დაჯექით და უყურეთ კაი ბიჭებს და ტიტუშკებს - ისინი შემოიტანენ ქვეყანაში წელიწადში მილიარდ დოლარს.

მეტი არ იყოს ჩემი მტერი.

თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა