დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია
სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ჟურნალისტს ავტომობილი და 30 000 დოლარიც ჩამოერთვა
ელისო კილაძე: ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი პერსონალური განადგურებისთვის – ბრალს არ ვაღიარებ და ბრძოლას გავაგრძელებ
Ukrainian Armed Forces hold first-ever sergeants’ forum in Kyiv
Ukraine should join NATO, must not give up territory in exchange, Estonian DM says
Fire breaks out at a petrochemical complex after attack in Russia’s Bashkortostan – media
Kyiv’s Northern and Southern Bridges remain closed as experts assess damage from Russian attack – Klitschko
One of Crimean Bridge’s arches damaged in second strike

მარკ რუტე უკრაინის დახმარებაზე - მძიმე საქმეს მხოლოდ 6-7 მოკავშირე აკეთებს

ნახვები: 290 მარკ რუტე უკრაინის დახმარებაზე - მძიმე საქმეს მხოლოდ 6-7 მოკავშირე აკეთებს

უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად ყველაზე მეტ თანხებს მხოლოდ ექვსი-შვიდი ევროპული ქვეყანა გამოჰყოფს, ამიტომ ეს ფინანსური ტვირთი უფრო თანაბრად უნდა გადანაწილდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართული ბრიფინგის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინა კვლავ იღებს სამხედრო დახმარებას „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) ინიციატივის ფარგლებში.

„სინამდვილეში ეს უკვე ხდება. უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკული აღჭურვილობის მიწოდება გრძელდება. ეს მოიცავს რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტებს, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მხარდაჭერას, კერძოდ, Patriot სისტემებისთვის. ამას ევროპელი მოკავშირეები PURL-ის ინიციატივის ფარგლებში აფინანსებენ. ეს გრძელდება“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სურს, მეტი ქვეყანა შეუერთდეს უკრაინისთვის თანხის გამოყოფას PURL ინიციატივის მეშვეობით იარაღის შესყიდვისთვის. რუტეს თქმით, უკრაინის მხარდაჭერის ხარჯები ნატო-ს მოკავშირეებს შორის რაც შეიძლება თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

„მსურს ტვირთის უფრო თანაბარი განაწილების მიღწევა. ამჟამად მხოლოდ 6-7 ქვეყანა ასრულებს მძიმე სამუშაოს. კარგი ამბავი ის არის, რომ ის, რასაც ისინი აკეთებენ, საკმარისია იმისათვის, რომ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან ამერიკულ აღჭურვილობაზე წვდომა ჰქონდეს. თუმცა, სამართლიანი იქნება, თუ ნატო-ს ფარგლებში და განსაკუთრებით ევროპულ ნაწილში, დავინახავთ, რომ სხვა მოკავშირეებიც წინ მიიწევენ“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ყველას შეუძლია დაინახოს, თუ როგორ კარგად უმკლავდებიან უკრაინელები ბრძოლის ველს, მაგრამ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

„საკითხი იმაში მდგომარეობს, როგორ შეგვიძლია ამ ბრძოლაში უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერება. ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმით, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან ისინი რუსეთის თავდასხმას, სრულმასშტაბიან შეჭრას 2022 წლიდან“, - აღნიშნა რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა