რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება
ბადრი ჯაფარიძე - სამართლებრივი ინსტიტუტები იქცნენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტებად
"დღეს ბიძინას მსახური მურუსიძის სასამართლომ უსირცხვილო განაჩენი გამოუტანა ჩემს თანამებრძოლებს, თანაპარტიელებსა და გულანთებულ ქართველებს" - მამუკა ხაზარაძე
Finnish President announces progress on Ukraine security issues
პარლამენტთან აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, პოლიციამ კორდონი გააკეთა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20 ადამინია დაკავებული
„ლელო-ძლიერი საქართველო“ - ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ
"ეს არ არის სასამართლო - ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს" - ირაკლი კუპრაძე

"ოცნების" ნარკოპოლიტიკა - მოხმარება თუ გავრცელება?

02.09.2025 ნახვები: 246

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ თავს იწონებს ნარკობიზნესთან აქტიური ბრძოლით, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ასობით დაკავებული მოვაჭრით.

რა თქმა უნდა, სახელისუფლებო პარტია იყენებს ამას პოლიტიკური პიარისთვის და ამ დროს ხშირ-ხშირად ემართება ამნეზია  - ქოც-პროპაგანდისტები აბრალებენ მძიმე სიტუაციას ნარკომოხმარების კუთხით ხან წინა ხელისუფლებას, ხან ევროპა-ამერიკას, თუმცა არ ახსოვთ, რომ ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაცია სწორედ ოცნების ინიციატივა იყო.

ასევე არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო დრო, როდესაც ქოცები ძალიან აქტიურად აკრიტიკებდნენ წინა ხელისუფლებას ზედმეტად მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო. გახსოვთ ალბათ მათი გოდება - “არაა ნორმალური ვითარება, როდესაც საქართველოში ციხეში 26 000 ადამიანი ზის!!!”.

დღეს ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა, და ქოცობა ცდილობს დაანახოს თავის ამომრჩეველს როგორი ხმალამოღებული ებრძის ეროვნულ უბედურებას - ნარკომოხმარებას.

თუმცა, სავარაუდოთ, ეს ბრძოლა ატარებს ზედაპირულ ხასიათს და როგორც ყველაფერი, რასაც აკეთებს „ოცნება“, ესეც არის არა ნარკომოხმარების წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ პოლიტიკური ქულების ჩაწერის საშუალება.

არის რუსული სიტყვა, რომელსაც ქართული შესატყვისი ანალოგი არა აქვს  - компанейщина - და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე.

თუმცა, რომც წარმოვიდგინოთ, რომ ქოცობა არსებობის მანძილზე პირველად რაღაცას აკეთებს გულწრფელად, ის, რაც დღეს ხდება, საბოლოო შედეგს ვერ გამოიღებს.

ვერსად, მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში, იქაც კი, სადაც ნარკოვაჭრობა სიკვდილით ისჯება, ნარკოტიკების გავრცელება ვერ აღიკვეთა. შესაძლებელია, როგორც იყო წინა ხელისუფლების დროს, ნარკოტიკის გაყიდვა გართულდეს, თუმცა, ეს მაინც დროებითი მოვლენა იქნება. აუცილებლად მოიძებნება სხვა სქემები,და რომც არა - ნარკოტიკების მოყვარულები რაღაცას მაინც მიაგნებენ.

ალბათ ყველას გვახსოვს, რომ ნაცმოძრაობის მიერ ნარკობიზნესთან გაჩაღებული ბრძოლის პერიოდში, ადგილობრივი ნარკომანები შეჯდნენ “კროკოდილზე”, რომ გაყიდვიდან გაქრა ე.წ. “მარგანცოვკა”..

ესეც რომ არ იყოს, აუცილებლად მოიძებნება ლეგალური, ურეცეპტო პრეპარატების ისეთი მიქსი, რომელსაც ნარკოტიკული ეფექტი ექნება.

მოკლედ, ნარკომოხმარებასთან ბრძოლა ნარკოგავრცელების აღკვეთით, მუშაობს მხოლოდ მცირე პერიოდით. ეს იგივეა, რომ მკვლელობებს ებრძოლოთ დანების გამყიდველების დაპატირმებით.

ნარკობიზნესი - პირველ რიგში ბიზნესია, და ის აკმაყოფილებს მოთხოვნას - არის მოთხოვნა იქნება მიწოდება, არ არის მოთხოვნა - არ იქნება მიწოდება.

კანონის ძალით ამ ურთიერთკავშირს ვერ გაწყვეტთ - ნარკოტიკებით ვაჭრობისგან შემოსავალი ისეთი დიდია, რომ ყოველთვის მოიძებნება ვიღაცა, ვინც გარისკავს.

ასე იყო ყოველთვის, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამჯერად იქნება სხვანაირად.

დაუკვირდით ევროპას, სადაც ნარკოტიკების პრობლემა რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა. საყოველთაო ეროვნული უბედურების ხასიათს არ ატარებს. ევროპის ნებისმიერ მეტ-ნაკლებად დიდ ქალაქში ნარკოტიკის ყიდვა პრობლემა არაა - ის პირდაპირ ქუჩაში იყიდება. მაგრამ ამის მიუხედავად, მთელი ახალგაზრდობა წამალზე არ ზის.

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ამსტერდამი, რომელიც ნარკოტურიზმის მსოფლიო ცენტრია, თუმცა, ადგილობრივების უმრავლესობა ცხოვრობს პარალელურ სამყაროში, და ნარკოტიკების დიდი მოხმარებით არ გამოირჩევა.

თუ ნარკოტიკები თავისუფლად იყიდება, მაშ რატომ არ გახდნენ ევროპელები ტოტალურად ნარკომანები?

სწორედ აქ გვაქვს პასუხი კითხვაზე “რა ვაკეთოთ?” - თუ გინდათ მიაღწიოთ წარმატებას, უნდა ებრძოლოდ არა მხოლოდ მიწოდებას, არამედ მოთხოვნას. სწორედ მაღალი მოთხოვნაა მთავარი პრობლემა, და ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

საქართველოში ძალიან პოპულარულია რბილი ნარკოპოლიტიკის იდეა - აი, ნახეთ, ჰოლანდიაში რა ლიბერალური წესებია, მაგრამ არ ზის ნარკოტიკებზე მთელი ქვეყანა. მოდი, ჩვენც იგივე გავაკეთოთ.

ამ დროს მე მიჩნდება შეკითხვა იმათთან, ვინც ამას ამბობს - რაო, ამ ჰოლანდიელებს კიდევ ბევრ რამეში ვგავართ? რა გვაქვს მათთან საერთო 2 ფეხის და 2 ხელის გარდა? ისეთივე მაღალორგანიზებულები ვართ, ისეთივე ზომიერები, ისეთივე კანონმორჩილები, ისეთივე მშრომელები და საქმის მოყვარულები? ისეთივე თავმდაბლები და მოწესრიგებულები?

თუ ჰოლანდიას ვბაძავთ, იქნებ სხვა რამით დავიწყოთ? რაღა მაინც და მაინც ნარკოპოლიტიკას მივადექით? იმიტომ რომ ყველაზე ადვილია?

საქართველოში საჭიროა მაქსიმალურად მკაცრი მიდგომა, პირველ რიგში მოხმარებასთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს მთავარ პრობლემას. და ამას აქვს მენტალური მიზეზები, რომლებსაც კანონებით და მოვაჭრეების ციხეში გაშვებით ვერ მოვერევით.

ყველა ერს აქვს თავისი ნაკლი. თუ შეიძლება ასე ითქვას, ქარხნული დეფექტი. ის, რასაც ვერანაირი პოლიტიკა და კანონი ვერ შველის, იმიტომ რომ ეს ეროვნული ფსიქოლოგიის ნაწილია.

იცით თქვენ თუ არა, რომ იაპონიაში მამაკაცები ყნოსავენ ქალების ნახმარ საცვლებს? დიახ, მაღალგანვითარებული, სუპერ-ორგანიზებული, უძლიერესი ერი, და უცებ.....

ესაა მათი ქარხნული დეფექტი, რომელსაც ვერაფერს ვერ უზამ.

ქართველებს, როგორც დაბალგანვითარებულ ერს, არაერთი ქარხნული დეფექტი აქვთ  - მათ შორის ფუნდამენტურია პასუხისმგებლობის, ნებისყოფის და საკუთარ მავნე სურვილებზე უარის თქმის უნარის მწვავე დეფიციტი. საშუალო სტატისტიკური ქართველი ცხოვრობს თავისი “ხუშტურებით” და მათთან ბრძოლაში სრულიად უძლურია.

ღერძის და ნებისყოფილს არმქონე ქართველს აქვს  თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება.

თუ რამეს ცუდს აკეთებს - უნდა გადააჭარბოს ყველას. მაგალითად, ამერიკელი ლას-ვეგასში საშუალოდ ზარჯავს 100 დოლარს, ჩეხებს უყვართ კაზინოში თამაში, საშუალო თანხა - 50 ევრო.

ქართველი თუ თამაშობს - უნდა ჩაყვეს საფლავში ბოლომდე, წააგოს როგორც იტყვიან “ბოლო ტრუსიკი”, აიკიდოს ვალები, გაყიდოს მანქანები, სახლები, ოჯახური ოქროულობა..

ზუსტად იგივეა ნარკომოხმარებაში - საშუალო ევროპელი ამ ამერიკელი 2 კვირაში ერხელ, პარასკევს საღამოს, გააბოლებს ერთ ღერ მარიხუანას და ამით ყველაფერი მორჩება. ქართველი უნდა მიაკვდეს ნარკოტიკებს, გაიხმოს ტვინი, დარჩეს ღვიძლის გარეშე, გაზიდოს სახლიდან ყველაფერი.

ქართული ეროვნული ქარხნული დეფექტების გათვალისწინებით, სწორედ მოხმარებაა მთავარი უბედურება და ამ კუთხით გამკაცრების გარეშე, რამდენი ნარკოვაჭარიც არ უნდა დაიჭირო - საქმე წინ არ წავა.

ცალკე და საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა მეტადონით ჩანაცვლების პროგრამია, რომელსაც სახელმწიფო „აკონტროლებს“. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს „კონტროლი“ პროგრამაში ჩართული ადამიანების კონტროლსაც მოიცავს - მათზე ზემოქმედების, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური და სოციალური, სამართლებლივი - ერთმნიშვნელოვნად უკანონო დავალებების შესრულების იძულების პროგრამაა.

 

არასებული სტატისტიკის მიხედვით, რომელიც „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მონაცემებს ეყრდნობა  2024 წლის პირველ კვარტალში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 12 380-მა პირმა ისარგებლა, ეს მაშინ, როდესაც 2023 წელს 15 857 ბენეფიციარი იყო, 2022 წელს კი - 17 646.

ნიშნადობლივია ის გარემოებაც, რომ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულებაში.

კერძო სამკურნალო დაწესებულებებში პაციენტთა რაოდენობია სხვადასხვა მონაცემებით 2500 ადამიანს შეადგენდა.

„ოცნების“ მიერ განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებებით, კერძო დაწესებულებებს აეკრძალათ პროგრამაში მონაწილეობა. მათი არგუმენტი ის იყო, რომ „კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად (ი. კობახიძე)“.

ოპონენტები კი იმაზე საუბრობენ, რომ „ოცნებას“ კერძო სექტორში მოქმედ პროგრამაში ჩართული მოქალაქეებზე კონტროლის განხოციელება სურს.

სხვაგვარად რით აიხსნება ის გარემოება, რომ პროგრამიდან მედიკამენტების უკანონო რეალიზაციისთვის დაკავებული ყველა პირი, სწორედ რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული „მეტადონის“ პროგრამაში იყო დასაქმებული.

არც თუ უმნიშვნელოა კონფიდენციალურობის თემა, როდესაც პროგრამაში ჩართული პირების ვინაობა ხელმისაწვდომია პოლიციისთვის და შსს კი მათ როგორც ნარკომომხმარებელს, ზემოქმედებისთვის  სამიზნე პირებად განიხილავს. ნარკომომხმარებლებით, მანიპულირება ხომ ძალიან ადვილია.

მოკლედ, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩანდეს მავანისთვის „ოცნების“ ინიციატივა, ყველა სხვა გამოცდილების გათვალისწინებით, თვალნათელია, რომ ის მიმართული არ არის პროგრამაში ჩართული ადამიანების სიკეთისთვის და ესეც რომ არ იყოს, რა გამოუვიდან კარგად, ეს საქმე რომ გამოუვიდეთ წარმატებულად?

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა